"მაპატიე, იუნგი, მტრედს ვთხოვე, წერილი შენთვის მოეტანა, მაგრამ უარით გამისტუმრა...
იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვა შენამდე.
სახლი ძალიან მომენატრა. აღარც მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი; მგონი, შენ რომ წახვედი - მაშინ. ჩვენ ლამაზსა და ფერად ოთახში სხვადასხვა პლაკატები მქონდა გაკრული, საწოლის თავზე კი - ჩვენი სურათები. გახსოვს, არა, როგორ გადავიღეთ მე და შენ ეს სურათი პარკში? ვარდისფერი ბამბის ნაყინი მიყიდე, მე ხელში მეჭირა და ბედნიერი შევცქეროდი, შენ კი ეს მომენტი დააფიქსირე. შემდეგ ამოვბეჭდეთ, ლამაზი ჩარჩო ვუყიდეთ და ჩამოვკიდეთ.
მენატრება ის დროცა და ფოტოც.
მალე მოდი, იუნი, გთხოვ, ერთად დავბრუნდეთ სახლში და ჩვეული ცხოვრება განვაგრძოთ.
ძალიან მომენატრე.აქ, მართალია, კედლები თეთრია, მაგრამ მე მაინც მომწონს. ჩვენ სურათს წარმოვიდგენ ხოლმე დაკიდებულს და ეს მაბედნიერებს.
მიყვარხარ. ჯიმინი."
ჯიმინი ფანჯრის რაფაზე ზის და თვალებგაბრწყინებული უყურებს წერილს, რომელსაც ფერადი კალმებით აფერადებს. შემდეგ კონვერტში ფრთხილად ათავსებს და ახლადმოფრენილ თეთრ მტრედს უცქერის.
- მტრედო, მტრედო, გთხოვ, ეს წერილი იუნგის გადაეცი.
- ღმერთო, როგორ გგონია, ცოტა საქმე მაქვს? წადი, სხვა მოძებნე და ის გაგზავნე შენ იუნგისთან, მე კი თავი დამანებე! - გაბრაზებული ფრინველი შავთმიანს ზურგს აქცევს და მიფრინავს. ჯიმინი კი თავს ფანჯრის რაფას ადებს და თავის ხელებში მოქცეულ წერილს უყურებს.
YOU ARE READING
𝙺𝚊𝚕𝚘𝚙𝚜𝚒𝚊
Short Story"მაპატიე, იუნგი, მტრედს ვთხოვე, წერილი შენთვის მოეტანა, მაგრამ უარით გამისტუმრა... იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვა შენამდე." {𝐾𝑎-𝑙𝑜𝑝-𝑠𝑒-𝑎} 𝐺𝑟𝑒𝑒𝑘. 𝑇ℎ𝑒 𝑑𝑒𝑙𝑢𝑠𝑖𝑜𝑛 𝑜𝑓 𝑡ℎ𝑖𝑛𝑔𝑠 𝑏𝑒𝑖𝑛𝑔 𝑚𝑜𝑟𝑒 𝑏𝑒𝑎𝑢𝑡𝑖𝑓𝑢𝑙 𝑡ℎ𝑒𝑛 𝑡ℎ𝑒�...