"მაპატიე, იუნგი, მტრედს ვთხოვე, წერილი შენთვის მოეტანა, მაგრამ უარით გამისტუმრა...
იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვა შენამდე.
იუნ, დღეს კედლები შევღებე.
იცი, რა ლამაზია? აღარ მომწონდა, თეთრი რომ იყო, ფერადი ვარჩიე. ხომ გახსოვს ჩემი საღებავები? მაშინ დამრჩა და, ვიფიქრე, სხვა რამეში გამოვიყენებ - მეთქი, აი, გამომადგა კიდეც.
ახლა ჩემი ოთახი უფრო ლამაზი და ნათელია და, თან, ჩემი თმის ფერსაც ძალიან ჰგავს.ამ დილით, ვიღაც კაცი შემოვიდა, მეჩხუბა, ეს რა გიქნია, როგორ დაგიმახინჯებია აქაურობა და თავიც რას დაგიმგვანებიაო.
მეწყინა, ძალიან მეწყინა. ასე ვუთხარი, ნახე, იუნგი მოვა და მაგ სიტყვებს არ შეგარჩენს - მეთქი, ხოდა, მოდი და უთხარი მას, რომ მე ძალიან ლამაზი ვარ. ოთახიც შემიფასე, დარწმუნებული ვარ, ჩემი ნამოქმედარი ძალიან მოგეწონება, რადგან მე უკვე მიყვარს.გელი, იუნგი, მალე მოდი. შენი ცისარტყელა ჯიმინი."
ჯიმინი იატაკზე ზის, ფერადი კედლის პირისპირ და წერილსაც ამავე ფერის კალმებით ლამაზად აფორმებს.
უცებ, კისერს ოთხმოცდაათი გრადუსით აბრუნებს და ფანჯარაში თეთრად მოელვარე მტრედს ხედავს. მისკენ მიდის.
- მტრედო, შეგიძლია, ეს წერილი იუნგის გადასცე?
- ღმერთო, რას დამგვანებულხარ, სულ ფერად საღებავებში ამოგანგლული. წადი, შხაპი მიიღე და ადამიანს დაემსგავსე! - მტრედი წყრება და უკანმოუხედავად მიფრინავს, ჯიმინი კი თავის ფერად ხელებსა და მაისურს ჩამქრალი თვალებით დაჰყურებს.
YOU ARE READING
𝙺𝚊𝚕𝚘𝚙𝚜𝚒𝚊
Short Story"მაპატიე, იუნგი, მტრედს ვთხოვე, წერილი შენთვის მოეტანა, მაგრამ უარით გამისტუმრა... იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვა შენამდე." {𝐾𝑎-𝑙𝑜𝑝-𝑠𝑒-𝑎} 𝐺𝑟𝑒𝑒𝑘. 𝑇ℎ𝑒 𝑑𝑒𝑙𝑢𝑠𝑖𝑜𝑛 𝑜𝑓 𝑡ℎ𝑖𝑛𝑔𝑠 𝑏𝑒𝑖𝑛𝑔 𝑚𝑜𝑟𝑒 𝑏𝑒𝑎𝑢𝑡𝑖𝑓𝑢𝑙 𝑡ℎ𝑒𝑛 𝑡ℎ𝑒�...