10 - The End

350 47 81
                                    

"მაპატიე, იუნგი, მტრედს ვთხოვე, წერილი შენთვის მოეტანა, მაგრამ უარით გამისტუმრა...

იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვა შენამდე.

უშენოდ ძალიან მოვიწყინე, კიდევ რამდენხანს უნდა გელოდო?
ბევრი რამ დამიგროვდა მოსაყოლი, თან, ჩემი თმაც ხომ უნდა ნახო, არა?

მომენატრა შენი სურნელის შეგრძნება, მისი თანხლებით ძილი და შენს თმაზე უსასრულოდ თამაში. როგორც მახსოვს, ბოლოს, შენი თმა თეთრი იყო, ხომ არ შეგიცვლია? თუ ასეა, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგიხდება.

მე მახსოვს, ასე მითხარი, მარკეტში გავალ, ჩიფსებსა და სასმელს მოვიტან, მალე დავბრუნდები და ფილმს ვუყუროთო, შენ კი, რომ გახვედი, აღარ დაბრუნებულხარ.
სხვა საქმეც თუ გქონდა, ხომ უნდა გეთქვა?
არა უშავს, ამის გამო არ გაგიბრაზდები, შენ ამაზე არ იდარდო, უბრალოდ, მალე მოდი, კარგი? ძალიან მომენატრე და უშენოდ ვერც ერთი წუთით ვეღარ ვძლებ.

ძალიან მიყვარხარ, იუნგი. შენი ჯიმინი."

ფერადთმიანი ფანჯარასთან ზის, რაფაზე კი უდევს წერილი, რომელსაც ფერადი კალმებით აფორმებს.

უცებ, ხის ტოტზე დასკუპებულ ფრინველს ხედავს და სიხარულით შესძახის:

- მტრედო, შეგიძლია, ეს წერილი იუნგის მიუტანო?

- ჯიმინ, მე კი მივუტან, მაგრამ შენი იუნგი ამ წერილს ვერ წაიკითხავს, ამიტომ თავი დამანებე! - ფრინველი ბრაზდება, ყმაწვილს ზურგს აქცევს და მიფრინავს.

ჯიმინი ოთახში ბრუნდება, საწოლისკენ მიიწევს და მომღიმარი სახით ფურცელს ოთახის კუთხეში დებს, სხვა წერილებთან ერთად.

- ვიცი, რომ მაინც დაბრუნდები, იუნგი. არ იღელვო, მე დაგელოდები. - იცინის და ისევ იატაკზე ჯდება.

თეთრი ფრინველი ჰაერში ლამაზად აჭრილა, თავის თეთრ ხუნდს ლამაზად აქნევს და ყველას აკვირვებს საკუთარი სილამაზით.

უცებ, ფრთებს დაბლა უშვებს და ხალხისგან მოშორებით, რბილად ეშვება ერთ-ერთ ქვაზე, რომელსაც შავი ასოებით აქვს ამოტვიფრული წარწერა:
"მინ იუნგი".

დასასრული

𝙺𝚊𝚕𝚘𝚙𝚜𝚒𝚊 Where stories live. Discover now