"მაპატიე, იუნგი, მტრედს ვთხოვე, წერილი შენთვის მოეტანა, მაგრამ უარით გამისტუმრა...
იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვა შენამდე.
იუნ, იცი, მე თმა უკვე შევიღებე. ფერადად, სულ სხვადასხვა ფრად, ცისარტყელასავით. შენ ხომ მეუბნებოდი, ჩემი ცისარტყელა ხარო, ხოდა, ახლა მართლა ვიქნები.
მე ძალიან მომწონს, ჩემი აზრით, ძალიან მიხდება და, დარწმუნებული ვარ, შენც მოგეწონება.
საღებავები ერთმა ბიჭმა მომცა, ისიც აქ ცხოვრობს ჩემსავით და ძალიან კარგი ადამიანია. არ იეჭვიანო, უბრალოდ, დავმეგობრდით და ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ.
შენზეც მოვუყევი, იუნ, ასე ვუთხარი, იუნგისნაირი ბიჭი არავის არ ჰყავს, მხოლოდ მე - მეთქი და ნამდვილად ასეა.
ძალიან უნდა შენი გაცნობა და, რომ მოხვალ გაგაცნობ, კარგი?
საღებავები მაჩუქა, შენი იყოს, მე აღარ მინდაო, მე კი ბოლომდე არ მიხმარია, ბევრი მომრჩა, მაგრამ არა უშავს, ამასაც გამოვიყენებ რამეში.
მომენატრე, იუნგ, მალე მოდი."
ბიჭი ფერადი თმითა და ბავშვური გამომეტყველებით საწოლზე გულდაღმა წევს. ფეხები ჰაერში აღუმართავს და აქეთ-იქეთ აქნევს.
უცებ, ლოგინიდან სხარტად დგება და ფანჯარასთან მიდის.
- მტრედო, შეგიძლია, ეს წერილი იუნგის მისცე?
- ჯიმინ, ჯობდა ეგ თმა ერთ ფერში შეგეღება, კლოუნს ჰგავხარ. - ამბობს ფრინველი და მიფრინავს. ჯიმინი კი ფეხს აბაკუნებს, ხელებს აჯვარედინებს და გაბუტული სახით, დაბუშტული ლოყებით მიიწევს საწოლისკენ.
YOU ARE READING
𝙺𝚊𝚕𝚘𝚙𝚜𝚒𝚊
Historia Corta"მაპატიე, იუნგი, მტრედს ვთხოვე, წერილი შენთვის მოეტანა, მაგრამ უარით გამისტუმრა... იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვა შენამდე." {𝐾𝑎-𝑙𝑜𝑝-𝑠𝑒-𝑎} 𝐺𝑟𝑒𝑒𝑘. 𝑇ℎ𝑒 𝑑𝑒𝑙𝑢𝑠𝑖𝑜𝑛 𝑜𝑓 𝑡ℎ𝑖𝑛𝑔𝑠 𝑏𝑒𝑖𝑛𝑔 𝑚𝑜𝑟𝑒 𝑏𝑒𝑎𝑢𝑡𝑖𝑓𝑢𝑙 𝑡ℎ𝑒𝑛 𝑡ℎ𝑒�...