ამ ამბავის შემდეგ 1 კვირა გავიდა, ამ ყველაფრის მერე კი საერთოდ შეიცვალა ყველაფერი. ახლა უკვე დრაკო მარიდებდა მზერას, გამირბოდა, თვალს არ მისწორებდა. რამდენჯერმე ვცადე მასთან დალაპარაკება ამ თემასთან დაკავშირებით მაგრამ როგორც კი მოვუახლოვდებოდი,მაშინვე წიგნებს აიღებდა და მეცლებოდა. ვხვდებოდი რომ დრაკოს ახლა არ სურდა ამ თემაზე საუბარი, ამიტომაც მეც შევეშვი და დავივიწყე ეს ამბავი. მაგრამ მაინც მაწუხებდა რაღაც, რაღაც მჭამდა და მაშინებდა.....
სულ მალე ზამთრის არდადეგები დაიწყებოდა, ყველა სახლებში წავიდოდა მშობლებთან და ბედნიერად შეხვდებოდა ამ წელს, როგორც ამას ერთ დროს მე ვაკეთებდი. ეს ბედნიერი წუთები ჩემს ცხოვრებაში აღარასდროს დაბრუნდება. გადავწყვიტე წელს არც უისლებთან წავიდე, დავრჩე ჩემს საყვარელ ადგილას, ჰოგვორტსში და კითხვაში გავიყვანო ეს დრო.
ბოლო ლექციიდან გამოსული, ოთახისკენ მივემართებოდი როცა მაკგონაგელმა გამაჩერა
-ძვირფასო მის გრეინჯერ, ბოდიში რომ ასე მოგაწყინეთ თავი,მაგრამ მინდა ჩემი თხოვნა შეგახსენოთ დრაკოსთან მიმართებაში-გამიღიმა მან და ხელი მკლავზე დამადო.
-ქალბატონო მინერვა, მე ვუთხარი დრაკოს მაგრამ...-წინადადება გამაწყვეტინა.
-ვიცი, ახლა მძიმე პერიოდი აქვს, მასაც და ვფიქრობ ჰერმიონ, შენც, უბრალოდ ბედნიერი იყავით, წარსული უკან მოიტოვეთ და ახალი ცხოვრება დაიწყეთ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის-კიდევ ერთხელ გამიღიმა და ადგილიდან გაქრა, მე კი ოთახისკენ გავაგრძელე გზა.
ვახშმის დროს, დარბაზში შესვლის მაგივრად, გადავწყვიტე ასტრონომიის კოშკში ავსულიყავი, სიბნელე იყო, ქარი ქროდა და სიცივე ძვლებში მირტყამდა.მოაჯირს დავეყუდე და კოშკიდან არემას გადავხედე, არაფერი ჩანდა, უფსკრულის გარდა, რომლის ბოლო არავინ იცოდა. წარსული დავივიწყო? ჩემს გონებაში დამარხულ საზარელ მომენტებს რა ვუყო, როდემდე ვითამაშო ძლიერი გოგოს როლი, როდემდე მოვატყუო სხვები და საკუთარი თავიც რომ ეს სიტუაცია არ მტკენს. პერანგის მკლავს ვიწევ და მაჯას ვუყურებ. განა იმიტომ რომ ეს მტკივა, არა, მე არ მტკივა. ეს იარა წარსულს მახსენებს, სადაც დავკარგე ჩემი ოჯახი, მეგობრები, პროფესორები. ტანში გამცრა, მაგრამ თითქოს ეს სიცივის ბრალი არ იყო.
ESTÁS LEYENDO
Be mine! (dramione georgian fanfiction)
Fanficგანა შეიძლება შეგიყვარდეს ბიჭი,რომელმაც შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და გაანდაგურა?! რათქმაუნდა, თუ შენ ჰერმიონ გრეინჯერი ხარ და დრაკო მალფოი გიყვარდება იქ შეუძლებელი არაფერია.