-IV-

79 9 7
                                    

მაკგონაგელის კაბინეტში შესულმა თვალი მოვკარი მის მაგიდასთან მჯდარ რონს და გავშეშდი. რა ხდებოდა აქ? რატომ დაგვიბარა აქ დირექტორმა ჩვენ ორნი?! მაშინვე ცუდმა წინათგრძნობამ გამკრა გულში

-აქ იმისთვის დაგიძახეთ რომ..- შუა გზაში გაუწყდა სიტყვა მაკგონაგელს როცა კარი ჰარიმ შემოაღო და მოგვაჩერდა.

-როგორც გავიგე მეძებდით -გაუღიმა და ჩემსა და რონს შორის ჩაჯდა.

-დიახ პოტერ, აქ იმისთვის შეგკრიბეთ თქვენ სამნი რომ, ვიცი ყველაზე მეტად თქვენ დაიცავთ ამ ადგილს-ფანჯრისკენ შებრუნდა და არემარის ყურებასთან ერთად საუბარი გააგრძელა-იმდენი ხანი ვიტანეთ ეს ტკივილი, არც კი ვიცი ცხოვრება ასეთ გამოცდებს რატომ გიწყობთ

-პროფესორო, რა ხდება?- ჰარიმ ამოიღო ხმა,დაბნეული იყო როგორც ჩვენ.

-ბელატრისი-უცებ დირექტორი შემობრუნდა და მომაჩერდა- ბელატრისის შვილი დაბრუნდა-მალევე ვიგრძენი ბიჭების მზერაც. გავშეშდი, როგორც გუშინ მისი დანახვისას, თვალწინ დამიდგა ის საშინელი წუთები, როგორ მაწამებდა, როგორ ვითხოვდი შველას, ცრემლები მომაწვა,მაგრამ ვუკუვაგდე,რადგან ახლა ამის დრო არ იყო. ტირილის დრო არ იყო როცა სხვებს ვჭირდებოდი.

-ყველაფერი კარგადაა-ვეცადე დამაჯერებელი ტონით მეთქვა მაგრამ ხმა გამებზარა, ამიკანკალდა.

-დიდი ხანი დაკარგული იყო-გააგრძელა მაკგონაგელმა-მაგრამ როგორც გავიგეთ სხვაგან სწავლობდა, ახლა კი როცა ბელატრისი მოკვდა, გადაწყვიტა აქ დაბრუნებულიყო, იქ სადაც დედამისი მოკლესს-მზერა ამარიდა და ახლა უკვე ჰარის შეხედა-ჰარი არ ვიცი ეს ამბავი როგორ გეჩვენებათ თქვენ,მაგრამ რაღაც არ მომწონს, თითქოს ისევ ბოროტება გვიახლოვდება.

-პროფესორო, ვოლდემორტი მკვდარია,არაფერი მოხდება

-ვიცი ჰარი, ვიცი,მაგრამ მაინც უნდა დავიზღვიოთ თავი, ვინმე უნდა ჰყავდეს გვერდში დავინას-თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო.

Be mine! (dramione georgian fanfiction)Where stories live. Discover now