მთელი დღე ყველა ჩვენგანი გაოცებული დადის, ვერ ვიაზრებთ ამ ყველაფერს, მათ შორის ჩვენ სამნიც,რომლებმაც ვიცოდით ეს ამბავი, რეალობის წინაში დადგომისას ყველაფერი სხვაგავარად მოხდა. იმ შიშს ვგრძნობ, რასაც ბელეატრისისგან ვგრძნობდი ერთ დროს. დავინა მალევე დამეგობრდა სლიზერინის თითქმის ყველა წევრთან, დრაკოს მისი დეიდაშვილის გამოჩენა არც გაკვირვებია, ესეიგი ყველაფერი იცოდა მის შესახებ.
საღამოს, ვახშმობის შემდგომ გადავწყვიტე ოდნავ გამესერინა, რადგან დავმშვიდებულიყავი, ამ ყველაფრისთვის მოვმზადებულიყავი, ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და ჩემი საქმის შესრულება დამეწყო. უკვე პირველი დაწყებულიყო, ფიქრებმა ისე გამიტაცა ვერც კი შევამჩნიე ჩამობნელებული ჰოგვარტსი, სწრაფი ნაბიჯით გავემართე სლიზერნის საერთო ოთახისკენ საიდაც მკაფიოდ ისმოდა ხმაურის ხმა, კარი შევხსენი და ოთახის შუაგულში, მაგიდასთან შემომსხდარი რამდენიმე ადამიანის დანახვამა შემაკრთო.
-გამარჯობა, მე ჩემს ოთახში ავალ-არასასიამოვნო "სტუმრებს" ნაზად გავუღიმე და ვეცადე რაც შეიძლებოდა მალევე დამეღწია თავი ამ ყველაფერისგან, უკვე კიბეებთან ვიყავი რომლებიც გოგოების ოთახისკენ მიდიოდა, როცა ნაცნობმა ხმამ შემაჩერა.
-გრეინჯერი არა?-დედამისის მსგავსი ხმა ჰქონდა, გავჩერდი და მისკენ მოვბრუნდი. თავი უხმაუროდ დავუკარი- არ გინდა რომ შემოგვიერთდე?
-მე არა მგონია, კარგი აზრი..
-მე ვფიქრობ, რომ მშვენიერი აზრია-ირონიულად გამიღიმა.
-თავი დაანებე დავინა-დრაკოს ძარღვები დაჰბერვოდა და მუშტები მოემუშტა, აშკარად რაღაცის შიში ჰქონდა.
-დაჯექი ჰერმი, როგორც გოგოებმა ისე ვისაუბროთ-ფეხის გადადგმას ვაპირებიდი როცა გავშტერდი, ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა. დრაკოს მზერა ვიგრძენი, მიხვდა რაშიც იყო საქმე, ფერი დამეკარგა.
YOU ARE READING
Be mine! (dramione georgian fanfiction)
Fanfictionგანა შეიძლება შეგიყვარდეს ბიჭი,რომელმაც შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და გაანდაგურა?! რათქმაუნდა, თუ შენ ჰერმიონ გრეინჯერი ხარ და დრაკო მალფოი გიყვარდება იქ შეუძლებელი არაფერია.