იმედია მოგეწონებათ, გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
რა მოხდებოდა იმ დღეს ბრძოლაში რომ დავმრაცხებულიყავით?! თავში სულ ეს კითხვა მიტრიალებს, ღამეებს შიშში ვატარებ, მეშინია, ჩემი საყვარელი ადამიანების დაკარგვის მეშინია, საზარელი კადრები ძილის საშვლებას არ მაძლევს, დაღუპული ბავშვების სახეები წინ მიდგას და გონებიდან არ ამომდის დანგრეული ჰოგვორტსი.
მხოლოდ 2 თვე გავიდა, მხოლოდ 2, იმ საშინელი დღიდან, დღიდან როცა ყველამ ჩავხედეთ სიკვდილს თვალებში,მაგრამ მაინც ძლიერად შევებრძოლეთ მტერს.
ყველაფრის შემდეგ მაკგონაგელი დირექტორი გახდა, ჰოგვორტსი განახლდა და ისევ დაიწყო ფუნქციონირება. ეს ჩვენი ბოლო წელი იყო.
-ჰერმიონ- ჯინის ხმა მაღვიძებს, თვალებს ნელა ვახელ და მას ვუყურებ. მას შემდეგ რაც მშობლები „დავკარგე", უისლებთან ვცხოვრობ- დროა წავიდეთ, მატარებელზე დაგვაგვიანდება-მიღიმის და ოთახიდან გადის. საწოლზე ვჯდები და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ვდგები. მე და რონმა მაშინ დავასრულეთ ურთიერთობა როცა სახლში დავბრუნდით, ორივე ჩვენგანი ვხვდებოდით რომ ახლა ჩვენი დრო არ იყო, არ შეიძლებოდა ამხელა ტკივილი დაგვევიწყებინა და სიყვარულის მორევში გადავარდნილიყავით. 2 თვეში ორივესგან გაქრა ეს გრძნობები.
სადგურზე ჰარი დაგვხვდა, ჯინი და რონი გადაეხვივნენ, მე და ჰარის ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, ის იყო ადამიანი რომელსაც ყველაზე მეტად ესმოდა ჩემი, ჩემსკენ მოდის, ხელს მხვევს და მიღიმის, მეც ღიმილს ვუბრინებ და ვაგონში ავდივარ.
არ მინოდა იქ დაბრუნება, ყველაფრის თავიდან გახსენება, სისხლიანი ღამის გახსენება.
დიდხნიანი მგზავრობის შემდეგ, ჩასულებმა ჩვენი ნივთები დავაბინავეთ და ნადიმისთვის ჩავედით დარბაზში. ჰოგვორტსი ისევ ძველებურად გამოიყურებოდა, თითქოს სულაც არ გადაეტანა ის ღამე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხედავდი დაღუპული ადამიანების სახეებს, ჩამესმოდა მათი ხმა. სიჩუმით დავიკავეთ ადგილები. ვხედავდი როგორ აკვირდებოდა ჰარი სლიზერინის მაგიდას და თვალი გავაყოლე, დრაკო. ბიჭი,რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება. დრაკომ ნელა დაუკრა ჰარის თავი მისალმების ნიშნად, ჰარიმაც ოდნავ გაუღიმა. რათქმაუნდა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რატომ იყო დრაკო ასეთი. მისი ოჯახი მასზე გავლენას ახდენდა, ბრძოლის შემდეგ ჰოგვორტსში დაბრუნდა, მოინდომა მაკგონალგებს დახმარებოდა სასწავლებლის აღდგენაში.
CZYTASZ
Be mine! (dramione georgian fanfiction)
Fanfictionგანა შეიძლება შეგიყვარდეს ბიჭი,რომელმაც შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და გაანდაგურა?! რათქმაუნდა, თუ შენ ჰერმიონ გრეინჯერი ხარ და დრაკო მალფოი გიყვარდება იქ შეუძლებელი არაფერია.