-VIII-

40 3 0
                                    

უკვე 2 დღეა დრაკოს და პენსის ატანა მიწევს, თავის დამშვიდებას ვცდილობ. ვცდილობ ის გრძნობა, რომელიც შიგნიდან ასე მჭამს და დღემდე ვერ ამოვხსენი რა არის უკან გადავაგდო და მთლიანად სწავლაზე ვკონცენტრირდე, მაგრამ არ შემიძლია. ვგრძნობ როგორ მიყურებს ხოლმე დრაკო, დღემდე ვერ ვიგებ ვერაფერს. რა ხდება ჩემს გარშემო, ნუთუ ეს სიყვარულია?! სიყვარული რომელსაც გაგრძელება, პასუხი არ აქვს?!
-ჰერმი, კარგად ხარ?- ფიქრებისგან ჯინის ხელმა გამომიყვანა, რომელიც უკვე კარგა ხანია მეძახდა.
-კი, კი, რა თქმა უნდა- დაბნეულად დავუკარი თავი და გარემოს მოთვალიერება დავიწყე. სლიზერინის მაგიდიდან რამდენიმე წყვილი თვალი მომჩერებოდა, რომლებიც ერთმანეთს ჩემთვის გაუგებარ თემაზე გამალებით ესაუბრებოდნენ. ვახშამი მალევე დავამთავრე და ჩემი ოთახს მივაშურე.
-არ მეგონა ასე მალე თუ დაგივიწყებდა- დერეფანში მომავალმა დავინამ გამიღიმა და თავი დამიკრა.
-ჩვენს შორის არც არაფერი ყოფილა- გამწარებულმა კბილებში გამოვცარი და თვალებში ჩავაშტერდი.
-რა თქმა უნდა, შენნაირ ბინძურსისხლას როგორ შეხედავდა- გაიცინა და გამეცალა.
გავშრი, გავიაზრე დავინას სიტყვები და მიხვდი,რომ მართალი იყო. დრაკოს სხვანაირად არასდროს შემოუხედავს, ეს მე ვიყავი ერთადერთი, რომელმაც გააბუქა ეს საქმე. როგორ დავიჯერე, რომ რამე გრძნობა ჰქონდა ჩემს მიმართ?! გულში ჩემს თავს დავცინე და ოთახში ავედი.
ვცდილობდი დამეძინა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა, გამუდმებით თავს მესხმოდა დრაკოზე ფიქრები, მის ტუჩებსა და კანზე, სურნელსა და შეხებაზე, რომელიც ასე მენატრებოდა. საათს გავხედე, უკვე 2 სრულდებოდა, ოთახში ყველას ეძინა, მაგრამ ჩემი გული არ იძინებდა, წამოვჯექი, ცივი ოფლი მასხავდა. მივხვდი, რომ კარგა ხანი ძილი არ მომეკარებოდა, ამიტომ ჩემი ხალათი მოვიცვი და ბიბლიოთეკას მივაშურე. "სიამაყესა და ცრურწმენას" ხელი შევავლე და კითხვა დავიწყე. დარსი ყოველთვის იყო ჩემთვის გამორჩეული პერსონაჟი მიუხედავად იმ სიუხეშისა, რასაც ელიზაბეტთან ამჟღავნებდა.
-სიამაყე და ცრურწმენა?- ნაცნობი ხმა მომესმა, რომელიც გვერდზე მომიჯდა.
დრაკოს გავხედე, თმა აჩეჩვოდა და ღრმად სუნთქავდა. ხმა არ ამომიღია, წიგნს ჩავაჩერდი - არ მელაპარაკები?
-უბრალოდ წიგნზე კონცენტრირებას ვცდილობ- უხეშად ვუპასუხე.
- რა ჯანდაბაა? მეგონა მეგობრები ვიყავით- წიგნი გამომგლიჯა ხელიდან.
- დამიბრუნე- ხმა გავამკაცრე და მასთან ერთად წამოვდექი. ჩემსკენ დაიხარა, ერთი ხელი წელზე მომხვია და ცხვირი ჩემს ცხვირს მიადო. მისი სასიამოვნო სურნელის შესუნთქვისგან თვალები მიმენაბა, ვიგრძენი როგორ ჩაიცინა.
- წავედით დრაკო - პენსის ხმა გაისმა რა დროსაც ხელი მიშვა დრაკომ. დავინახე, როგორ გაისწორა ქვედაბოლო და ჰალსტუხი, მიხვდი რაშიც იყო საქმე და გაოცებული თვალები დრაკოს მივაშტერე. სინანულის გრძნობით გამომხედა და პენსის გაყვა. ნუთუ ახლა ისინი, ბიბლიოთეკაში ....ღმერთო ჩემო, არ მჯერა რომ ამას შევესწარი, რა ამაზრზენია. სიბრაზისგან დამცხა, გამწარებულმა ავირბინა ოთახში და საბანი თავზე დავიფარე. დრაკოზე გაბრაზებულს მალევე დამეძინა.
-იქნებ გვითხრათ მის ჰერმიონ სიყვარულის ელექსირი როგორ მზადდება- თავზე წამადგა პროფესორი.
-ვარდის ნაყოფი გვჭი..- სიტყვა ვერ დავასრულე, როცა დავინამ შემოგლიჯა კარი და ყველას ყურადღება მიიპყრო.
- მის დავინა, იქნებ დაგვიანებისთვის ბოდიში მოგეხადათ- პროფესორმა გაბრაზებული ტონით გახედა.
- ჰერმი- ხმამაღლა გადაიხარხარა და წინ დამიდგა, ჩემსკენ დაიხარა და შემომხედა
- ვიცი, რომ შენ იყავი ჩემს ოთახში, სად არის წერილი?- გაკვირვებულმა ავხედე.
-რა წერილი?
- დავინა- ოთახში დრაკო შემოვიდა და ხელი ჩაავლო მკლავში - შეეშვი, არაფერი იცის.
-როგორ არა, ხელს ნუ აფარებ.
- მე არაფერია ამიღია - წამოვდექი.
- ჰერმიონ, გთხოვ - დრაკომ გამომხედა.
-მის დავინა გთხოვთ დატოვეთ კაბინეტი- პროფესორმა დავინას მიმართა და მანაც გაცხარებულმა დატოვა კაბინეტი.
გაკვეთილების დასრულების შემდეგ მაკგონაგელს შევუარე კაბინეტში და ყველაფერი მოვახსენე.
-ასეთი რა წერილია?- ჩაფიქრებულმა მაკგონაგელმა შემომხედა.
-ვეცდები გავარკვიო- ვუთხარი და გამოვედი.
გარეთ ისევ თოვდა, ეზოში გავედი, ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი, თეთრი გარემო თვალის მომჭრელად გამოიყურებოდა.
ზამთარი არასდროს მყვარებია, მაგრამ ახლა ისე განსაკუთრებულად გამოიყურებოდა აქაურობა, რომ ყველას მოაჯადოვებდა.
-ბოდიში დავინას გამო- უკნიდან გამომიდგა დრაკო- და პენსის გამო, გუშინდელისთვის- უკნიდან ხელები მომხვია.
ხელები გავაშვებინე და მოვბრუნდი.
- დრაკო შეყვარებული გყავს, მგონი დრ..- არ დამასრულებინა, ჩემსკენ დაიხარა და მაკოცა. ვაშლისა და სუნამოს სუნმა ჩამითრია, თავბრუ დამახვია და სიამოვნების მორევში გადავეშვი. კოცნაში ავყევი და ვიგრძენი, როგორ მომხვია ხელები წელზე.
ასე ვიდექით თოვლში, ჩახუტებულები, ცხვირი გამწითლებოდა და ვკოცნიდი იმ მამაკაცს, რომელიც ასე მძულდა, მაგრამ ამავდროულად ასე მიყვარდა...

Be mine! (dramione georgian fanfiction)Where stories live. Discover now