-დაშორდები?-კოცნა მალევე შევწყვიტე და დრაკოს ავხედე. გაკვირვებულმა დამხედა და ჩაეღიმა.
-შენს გამო მთელ სამყაროსაც ჯანდაბაში გავუშვებ-შუბლზე მაკოცა და გულზე მიმიხუტა.
რა უცნაურია არა სამყარო?! ერთ წამს ხელიდან გლეჯს საყვრელ ადამიანს, მეორე წამს კი შენთან აჩენს, უბედნიერეს არსებად გხდის და ჭკუას გაკარგვინებს. ასე დამემართა დრაკოსთანაც. პერსი მიატოვა, ხელი ჩამიკდა და ბედნიერი გზის დასაწყისში დამაყენა, რათა ეს გზა ერთად გაგველო.
უფრო და უფრო ხშირად ვატარებდით ერთად დროს მე და დრაკო, მის მეგობრებთანაც ახლოს ვიყავი, დავინა კი ერთადერთი იყო მისი წრიდან ვისაც დასანახადაც კი ვეჯავრებოდი. დრაკოს გვერდით მჯდომს ჩუმად შემომხედავდა და ჩაფიქრებული მიყურებდა.
არ ვიცი როგორ აღვწერო ჰარისა და რონის დაახლოება დრაკოსთან, რა თქმა უნდა მათთვის ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ჩემს გამო საკუთარ პრინციპებს გადააბიჯეს და დრაკო მიიღეს.
-იქნებ მეჯლისი გავმართოთ-დერეფანში მყოფ ჰარის მიმართ მაკგონაგელმა- უფრო გავერთობით- გაუღიმა ჰარის და უპასუხოდ დატოვა საღამო.
დიდი ხანი ვემზადებოთ მეჯლისისთვის, ყველა დეტალს ვუკვირდებოდით და ვცდილობდით ყველაფერი იდიალური ყოფილიყო, რადგან ეს ჩვენი ბოლო მეჯლისი იყო, ჩვენი ბოლო წელი ჰოგვარტსში, იქ სადაც ყველაფერი დაიწყო და სადაც საკუთარი თავი ვიპოვეთ, ბედნიერება აღმოვაჩინეთ და შევიმეცნეთ.
ბედნიერების გაფიქრებაზე წამსვე დრაკოს გავხედე, რომელიც გაცხარებით ჩასჩერებოდა წიგნს და ცდილობდა ყურადღება არ გაფანტვოდა. ვუყურებდი და სითბო მეღვრებოდა მთელს სხეულში, რადგან მყავდა ის ადამიანი, რომელიც მიყვარდა, რომელსაც ვენდობოდი და რომელიც განსაკუთრებულად მაგრძნობინებდა თავს. უცებ წიგნს მიანება თავი და ამომხედა.
-არ წავიდეთ?ხვალ მეჯლისია და კარგად უნდა გამოვიძინოთ-გამიღიმა და წამოდგა, მეც მას მივყევი. გრიფინდორის კარებთან რომ მივედით ჩემსკენ დაიხარა, ტუჩებზე დამაცხრა და მალევე გაუჩინარდა. იმ საღამოსაც ფერადი სიზმრები მეწვია. კოშმარები აღარ მსტუმროდნენ, რაც უსაზღვროდ მახარებდა.
YOU ARE READING
Be mine! (dramione georgian fanfiction)
Fanfictionგანა შეიძლება შეგიყვარდეს ბიჭი,რომელმაც შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და გაანდაგურა?! რათქმაუნდა, თუ შენ ჰერმიონ გრეინჯერი ხარ და დრაკო მალფოი გიყვარდება იქ შეუძლებელი არაფერია.