-II-

104 10 13
                                    

ტანზე ტაომ დამაყარა და სუნთქვა შემეკრა. ვერ ვხვდებოდი ჩემს თავს რა ხდებოდა, თითქოს მწვანე ვაშლის, სიგარეტისა და მამაკაცის სუნამოს არომატს ჩემთვის თავბრუ დაეხვიე და ამ ქვეყნიდან წავეყვანე. სიბნელე იყო მაგრამ მაინც ვგრძნობდი მის მწველ მზერას,რომელიც დაჟინებით ითხოვდა პასუხს. მალევე ხელი მიშვა და რბილად მითხრა

-უბრალოდ ჰერმ,არაფერს დაგიშავებ, ნუ გეშინია

ამ ყველაფერმა კიდევ უფრო ამაღელვა,მაგრამ ვეცადე თავი ხელში ამეყვანა 

-მაკგონაგელმა მთხოვა შენი დახმარება

ეს ყველაფერი კნავილის უფრო ჰგავდა ვიდრე საუბარს,რადგან ვნერვიულობდი, მე თვითონაც არ ვიცი რატომ, ალბათ იმის გამო რომ ის იყო ერთადერთი ვინც დარჩა, ჩემი მტრებიდან, ჩვენი მტრებიდან, სიკეთის მტრებიდან.მაშინებდა მისი დანახვა, მაშინებდა მასთან ახლოს ყოფნა, მეგონა ისევ რამეს დაუშავებდა ჩემს საყვარელ ადამიანებს. მეშინოდა რომ მასთან თავის შეკავება არ შემეძლო, ჩემს სიმამაცეს მის წინ ვერ ვაჩენდი.

-ჩემი დახმარება?-მის ხმაში გაკვირვება იგრძნობოდა.

-დიახ, ამის სათქმელად მოვედი აქ. როდისთვის გინდა რომ..-სანამ წინადადებას დავამთავრებდი მანამდე დამასწრო თქმა.

-არა ჰერმიონ. არ ვფიქრობ რომ ეგ კარგი იდეაა

-მესმის-დაბლა დავიხედე, სიბნელეში მკრთალად დანახულ ლაქის ფეხსაცმელს დავაკვირდი და უცებ -მაგრამ მე მინდა რომ დაგეხმარო- არც კი ვიცი ეს რატომ წამოვროშე, იქნებ იმ დღეს რომ გავჩუმებულიყავი აღარაფერი ყოფილიყო ასე.

დრაკოს სიცილის ხმა შემომესმა. ეს არ იყო დამცინავი სიცილი,ბედნიერების სიცილი იყო, მის ხმაში ვგრძნობდი როგორ უმძიმდა ამ ყველაფერთან შეგუება, ოჯახის გარეშე, სიძულვილის გარემეშო, სადაც არავის ეხატებოდა გულზე.

-ვფიქრობ ჯერ კიდევ უნდა დაფიქრდე, შენი ნიშნები არც ისე კარგად გამოიყურება, დახმარება თუ დაგჭირდება მთხოვე- უცებ მივაყარე და ოთახიდან გამოვარდი, გრიფინოდირს ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯით დავიძარი, მალევე ჩემს ოთახში ამოვყავი თავი და ფიქრების მორევში გადავეშვი.

Be mine! (dramione georgian fanfiction)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz