5

1.7K 203 0
                                    

1893

_____

ერეკლე მზის სხივებმა გამოაღვიძა. სანამ თვალებს გაახელდა, იქამდე იგრძნო, რომ მის თავს რაღაც უჩვეულო ხდებოდა. ცხელ სხეულს გრძნობდა მის გვერდით. თავქვეშ ვიღაცის მკლავი ედო და ეს ნამდვილად შემაშფოთებელი იყო.

ბიჭმა სწრაფად გაახილა თვალები და გაოცებამ და სიმშვიდემ ერთნაირად დაუარა სხეულში. კიდევ კარგი, ანრი იყო. პრინციპში, სხვა ვისთან ერთად შეიძლებოდა რომ ბიჭს დაეძინა. ნელ-ნელა ახსენდებოდა წუხანდელი ღამე სულ უფრო და უფრო უფითრდებოდა სახე. საბოლოოდ, გაღვიძებიდან რამდენიმე წამში, როდესაც ყველაფერი აღიდგინა მეხსიერებაში, ძალიან მოუნდა, რომ იქიდან გამქრალიყო. რამდენი სისულელე უთხრა ანრის, თან აკოცა კიდეც. როგორ ბავშვურად იქცეოდა ხანდახან, საკუთარ თავზე ნერვები მოეშალა.

ერეკლე ფრთხილად წამოდგა საწოლიდან. თავი სტკიოდა. საწოლის გვერდით, კარადაზე მდგარი, ნახევრად სავსე ჭიქიდან წყალი ბოლომდე დალია და თავი შეკადრებით უკეთ იგრძნო. პირი მაინც აღარ უშრებოდა ახლა. ანრისკენ გაიხედა. მამაკაცი მისკენ გადაბრუნებულიყო და მშვიდად ეძინა. ძილში უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, რადგანაც მუდამ შეჭმუხნული და ფიქრებისაგან დამძიმებული შუბლი გახსნოდა. მისი ნათქვამი გაახსენდა სიზმართან დაკავშირებით. ნეტავ, ახლაც ერეკლე ესიზმრებოდა?

ბიჭი ფეხზე წამოდგა და გამოღებულ ფანჯარასთან მივიდა. ჯერ ადრე იყო. მზე ახალი ამოსული ჩანდა და ძალიან არ ცხელოდა. ფანჯრიდან მოასფალტებული ეზო მოჩანდა. თითქმის ყოველ 1 მეტრში უზარმაზარი ქოთნები იყო, სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებით, სადაც ყვავილები ჩაერგოთ. შემდეგ სქელი, ფათალოთი დაფარული მესერი იწყებოდა.

გარედან შემოსულმა სინათლემ თვალი მოსჭრა და თვალების სრესვით მოსცილდა ფანჯარას. ოთახი მოათვალიერა. ბევრი არაფერი იყო ოთახში. საწოლი, ტანსაცმლის სარკიანი კარადა, პატარა კარადები საწოლის ორივე მხარეს და მაგიდა. მაგიდა სავსე იყო წიგნებით, იქვე ანრის ლეპტოპსაც მოჰკრა თვალი. არაფრით გამორჩეული საძინებელი ჰქონდა, მაგრამ მის მაგიდაზე შეიძლებოდა რაიმე საინტერესოს აღმოჩენა. კარგი იქნებოდა, ამის უფლება რომ ჰქონოდა ერეკლეს. ოთახში კიდევ ერთი კარი იყო, რომლისთვისაც დიდად ყურადღება არ მიუქცევია.

იდანის მოჩვენებაWhere stories live. Discover now