12

1.2K 187 4
                                    

2390


_____

მაშინ, როდესაც დაჩიმ ძლიერად ჩაავლო მკლავში ხელი, რომ გაეჩერებინა და სახეწაშლილი მამაკაცი გონს მოეყვანა, ანრი მიხვდა, რომ უკვე ხევში იყო. ვერ გაიხსენა, როგორ გაიარეს თავისი სახლიდან მიხვეულ-მოხვეული გზა და როგორ მოვიდნენ აქამდე. თითქმის მთელი სოფელი ხევისკენ მიიწევდა. ანრის ესმოდა, როგორ ყვიროდა ხალხი, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდა. ვიღაცები იპოვნეს, ვიღაცები დაშავდნენ, მაგრამ მისი გონება ვერც ერთ სახელს აღიქვამდა. სახელი, რომლის მოსმენაც ანრის უნდოდა, არავის პირიდან არ თქმულა.

- ერთი წუთით, გაჩერდი და დამშვიდდი! - დაჩიმ აიძულა, სირბილი შეეწყვიტა. მამაკაცმა მას დაუჯერა და ლოყებაწითლებულ ბიჭს შეხედა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მთელი ეს დრო მის გვერდით მირბოდა.

ანრიმ გარშემო მიმოიხედა, სანამ სულს ითქვამდა. თითქოს არაფერი მომხდარა. არც წყალი იყო შემაშფოთებლად ადიდებული და არც რაიმე კვალი იყო იმის, რომ წყალმა ქვიშით სავსე უამრავი ტომარა გადმოანგრია და დაბლობისკენ ჩამოიტანა. მხოლოდ შეშინებული ხალხის დანახვა იყო დამზაფვრელი და მიწაზე მჯდარი რამდენიმე პატარა, ატირებული და ტალახიანი ბავშვი.

- მითხარი, როგორ გამოიყურება. მეც დაგეხმარები მოძებნაში, - სთხოვა დაჩიმ მამაკაცს.

ანრის თითქოს გული აუჩუყდა, სევდიანად გაუღიმა ბიჭს.

- წითური თმა აქვს, - ანრიმ თვალები დახუჭა და მაშინვე ერეკლეს გამოსახულება დაუდგა თვალწინ. როგორ უნდა აეხსნა დაჩისთვის, როგორ გამოიყურებოდა ბიჭი? ის ერეკლე იყო. უბრალოდ, ერეკლე, - მაღალია, - რამდენიმე წამის შემდეგ გააგრძელა, - ძალიან გამხდარი და ლამაზი.

სხვა დროს დაჩი ალბათ დასცინებდა მამაკაცს მსგავს აღწერაზე, რადგან სასაცილო და ირონიული იყო, ანრისნაირი აგენტი ასე ზოგადად რომ ახასიათებდა ვინმეს, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაცია იყო და დაჩის კარგად ესმოდა ეს ყველაფერი. მან თავი დაუქნია მამაკაცს, რომელის თვალებიც არაბუნებრივად ჩაწითლებულიყო.

იდანის მოჩვენებაWhere stories live. Discover now