7

1.9K 208 6
                                    

2512

_______

ანრი პურს ბრაწავდა ტოსტერში და მობილურში ხმამაღალზე დაყენებულ ზარის გასვლის ხმას ისმენდა. ზუსტად იცოდა, დილის 10 საათი სულაც არ იყო ადრე, მაგრამ ზარს გამაღიზიანებლად არ პასუხობდნენ. ანრი დააცადა, ზუმერი ბოლომდე ჩაცლილიყო, შემდეგ კი ნერვებმოშლილმა ტელეფონი დაბლოკა და ჭიქაში ყავა დაისხა. სამსახურში რატომღაც გადაწყვიტეს, რომ მნიშვნელოვანი არ იყო, მისთვის ისეთი საჭირო ინფორმაცია გაენდოთ, როგორც მის აგენტზე თვალთვალი იყო. გუშინ, ერეკლეს წასვლის შემდეგ თავის აგენტს დიდხანს ამშვიდებდა ვიდეო-ზარით. ბიჭი იმაზე მეტად შეშინებული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა.

ანრი მაგიდასთან იჯდა და ნელა სვამდა ყავას. წინ სქელფურცლიანი სახატავი ალბომი ჰქონდა გადაშლილი და ათვალიერებდა. თავისი ბავშვობის ალბომი იყო. ამ ნახატებს მაშინ ხატავდა, როდესაც ბიძამ თავისთან წაიყვანა საცხოვრებლად. მის უზარმაზარ სახლში ანრი სრულიად მარტო იყო და სწორედ მაშინ დაიწყო შავ-თეთრი ნახატების ხატვა. ეს მისი კოშმარებისა და მოგონებების ალბომი იყო.

რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. მამაკაცი სწრაფად გადასწვდა მობილურს. მისი უფროსი იყო.

- გამარჯობა. თათბირზე მქონდა, - მოესმა ბოხი ხმა, - რამე მოხდა?

- გუშინ ჩემს აგენტს უთვალთვალებდნენ, - მისალმების მაგივრად დაიწყო ანრიმ. მისი ხმა რკინასავით ცივი და მტკიცე იყო.

- ხომ იცი, პროტოკოლი როგორია, - ამოიოხრა უფროსმა, - ჩვენი ბიჭები იყვნენ.

- ვიცი, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს, რატომ არ გამაფრთხილეს ამაზე? - ანრიმ ალბომი დაკეცა და გვერდით გააცურა, - პროტოკოლი ზუსტად ამას ითვალისწინებს.

- ხომ იცი, როგორც ხდება, არა? - დაღლილი ხმით უპასუხეს მეორე მხრიდან, - ზოგჯერ ჩვენი აგენტების შემოწმებაა საჭირო...

იდანის მოჩვენებაWhere stories live. Discover now