9

1.6K 195 6
                                    

1648


______

ერეკლე მაშინვე ანრისთან გავარდა, როგორც კი მისი მშობლები წავიდნენ საღამოს. კატოს შესძახა, რომ ოთოსთან მიდიოდა დასალევად და მშობლების მანქანის მოსახვევში გაუჩინარებასაც კი არ დაუცადა, ისე გაიქცა სახლიდან.

შესვლისთანავე სამზარეულოს ფანჯარაში მისი კონტური დალანდა. ფანჯარაში ანრის პროფილი მოჩანდა. ერეკლე მიხვდა, რომ მამაკაცი რაღაცას ამზადებდა. ტუჩებზე ღიმილი მოადგა და იგრძნო, სასიამოვნო დაძაბულობამ როგორ დაუარა სხეულში წუხანდელი ღამის გახსენებაზე. ბიჭი ფანჯრის რაფის სიმაღლეზე დაიხარა და ქვეშ ისე გაძვრა, რომ არ გამოჩენილიყო. შემდეგ კი ყვირილით შეიჭრა სამზარეულოში იმის იმედად, რომ მამაკაცს შეაშინებდა.

სამზარეულოში შევარდნილი ბიჭი იმ წამსვე მოცინარი ანრის მკლავებში აღმოჩნდა. ანრიმ მოუთმენლად აკოცა ტუჩებში ახითხითებულ ბიჭს, რომელსაც მისი შეშინება არ გამოუვიდა.

- ჩუმად შემოიპარე? - ღიმილით ჰკითხა მამაკაცმა და ამჯერად ყელში გადაინაცვლა. ერეკლე მოიბუზა და ინსტინქტურად დაიძვრინა თავი მისი ტუჩებისგან, რომლებმაც ცეცხლი წაუკიდა შეხებისთანავე. ანრიმ ნაზად მოაშორა შუბლზე ოფლისგან მიწებებული თმა.

- შემოვედი თუ არა, ფანჯარაში დაგინახე.

- ძალიან ცხელა გარეთ? - ჰკითხა შეწუხებულმა ანრიმ.

- ძალიან, - ხვნეშით დაეთანხმა ბიჭი.

- მაშინ დაჯექი და მარწყვის მილქშეიქს გაგიკეთებ.

- კარგი, - სწრაფად უპასუხა ერეკლემ, იმ წამსვე მოიხიბლა შემოთავაზებისგან.

- წავიდნენ შენები? - ანრიმ მაცივრიდან მარწყვით სავსე კონტეინერი და რძე გამოიღო.

ბიჭმა თავი დაუქნია. მერე მიხვდა, რომ მისგან ზურგით მდგარი მამაკაცი ვერ დაინახავდა.

- კი, ცოტა ხნის წინ.

- რამე ხომ არ გითხრეს? - დაინტერესდა მამაკაცი.

იდანის მოჩვენებაWhere stories live. Discover now