8

1.8K 197 5
                                    

2229

_____

ზეწარში გახვეული ერეკლე უშედეგოდ ცდილობდა დაძინებას. გამუდმებით მთელი დღის მოგონებები უტრიალებდა თვალწინ, რაც დამშვიდების საშუალებას არ აძლევდა. ჯერ მხოლოდ ერთი დღე იყო, რაც მისი მშობლები ჩამოვიდნენ, ერეკლეს კი უკვე იმდენი წყენა დაუგროვდა, რომ გულში ვეღარ ეტეოდა. მამამ „გამარჯობაც" კი არ უთხრა, დაბადების დღის მილოცვაზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი. საერთოდ არ შეიმჩნია ბიჭი, რომელიც დედას გადაეხვია, პირდაპირ შეაბიჯა სახლში. მთელი დღე ისე იქცეოდა, თითქოს შვილი საერთოდ არ არსებობდა. ერეკლემ მთელი დღე თავის ოთახში გაატარა. ხმამაღლა ჰქონდა მუსიკა ჩართული და გასართობად გამოგონილ მექანიზმებს ხაზავდა. საღამოს, როდესაც ოთოს ოჯახი და რამდენიმე მეზობელი ესტუმრა, მამამისი ისე რადიკალურად შეიცვალა, ბიჭი გაოცებული უყურებდა მას. აქამდე თურმე არ სცოდნია, რამდენი რამის გაკეთება შესძლებია სხვების თვალის ასახვევად ძვირფას მამას. მაგიდასთან ერეკლე ისმენდა, როგორი საამაყო შვილი იყო, როგორი ჭკვიანი და ყველა მშობლისთვის სასურველი. ბიჭი ძლივს უხდიდა მადლობას, დაძაბულ ყბებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს, თითქოს არ უნდოდა, ეს სიტყვა ამოსვლოდა პირიდან. კოშმარული დღე იყო და საღამოც შესაფერისად დასრულდა. საბოლოოდ, როდესაც მაგიდასთან ერეკლეს მამა და კიდევ რამდენიმე მამაკაცი დარჩა, გვერდით ოთახში გასულ ერეკლესა და ოთოს გარკვევით ესმოდათ, როგორ ლანძღავდნენ ქვეყნის მომავალზე გულატკიებული მთვრალი მამაკაცები ჰომოსექსუალებს. ერეკლემ ის მომენტი ვერ დაიჭირა, როდის დაიწყეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დარწმუნებული იყო, სწორედ მამამისის შემოგდებული იქნებოდა, ერეკლეს რომ მოესმინა.

როდესაც ყველანი წავიდნენ, ოთო კიდევ ცოტა ხნით დარჩა მასთან. ბიჭები ეკოს დედას მიემხარნენ მაგიდის ალაგებაში და ერეკლე ცოტა ხასიათზე მოვიდა. მხოლოდ ოთოს შეეძლო, წარმოუდგენლად ეცანცარა, ყირაზე გადასულიყო და ხელში დაჭერილი თეფშებიდან ერთიც არ ჩამოვარდნოდა.

იდანის მოჩვენებაWhere stories live. Discover now