11

1.3K 184 14
                                    

2284

_____

ანრის ძალიან გაუკვირდა, როდესაც ტელეფონზე ლევანის ზარი შემოუვიდა. ლევანი სადაზვერვო სამსახურის იმ განყოფილების უფროსი იყო, სადაც ანრი მუშაობდა. როგორც წესი, ამ შვებულების განმავლობაში მხოლოდ თვითონ ურეკავდა ხოლმე, როდესაც თავისი აგენტი, დაჩი, მასზე ეწუწუნებოდა და ბავშვივით გაბუტული უყვებოდა თავის კურატორს, როგორ უმწარებდა სიცოცხლეს უფროსი. ანრი ლევანთან იმ ტაქტიკას მიმართავდა, რასაც დაჩი მასთან და უფროსთან წუწუნს იწყებდა, რომ თავის აგენტს უფრო კარგად მოქცეოდნენ მისი არყოფნის განმავლობაში. ანრის საღი აზრი ეკეტებოდა, როდესაც დაჩისგან ნაწყენი და გაბუტული ხმის ტონალობა ესმოდა. იცოდა, რომ ბიჭი მისით მანიპულირებდა, მაგრამ თავს ვერ იკავებდა, ეცინებოდა მის საქციელზე და ყველაფერს პატიობდა. ახლა კი, დარწმუნებული იყო, ლევანი სწორედ დაჩის გამო ურეკავდა. გათამამებულმა ბიჭმა ალბათ რაღაც გააფუჭა და ანრის მხოლოდ იმედის დატოვებაღა შეეძლო, რომ დაჩის არეული საქმე მასშტაბური არ იქნებოდა.

- რა მოხდა, ლევან? - პირდაპირ ჰკითხა ანრიმ უფროსს.

- რა ჯანდაბა ჩაიდინე? შენ სულ გამოსირდი? - გაისმა ლევანის ღრიალის ხმა.

- მე? - ანრიმ გაოცებისგან წარბები მაღლა აზიდა. კარგი ის იყო, დაჩის გამო რომ არ ილანძღებოდა, - რა მოხდა?

- ბიძაშენმა გაიგო, სადაც ხარ.

- რანაირად? - დაიძაბა ანრი.

- წარმოდგენა არ მაქვს, - ტელეფონში ლევანის ქშენის ხმა გაისმა, - შენ თავი ვინ გგონია, ლაწირაკო? - წამის წინ დაწყნარებული მამაკაცი ისევ აყვირდა, თითქოს იმ მომენტში გაახსენდა, რომ საჩხუბად დაურეკა, - სულ პრობლემებს როგორ უნდა მიქმნიდე?! ხან შენ, ხან შენი ღლაპი აგენტი! ვინ ჯანდაბა ხარ საერთოდ?! ყელში ხარ უკვე შენი ამდენნაირი საიდუმლო ცხოვრებით, გაიგე?!

ანრი სიამოვნებით აუხსნიდა ლევანს, ვინც იყო, მაგრამ ეს უფრო გააღიზიანებდა მდგომარეობიდან გამოსულ უფროსს, ამიტომ ძლიერად დააჭირა ყბები ერთმანეთს, რომ არ გასცინებოდა.

იდანის მოჩვენებაWhere stories live. Discover now