დაქანცული, სასიამოვნოდ დაღლილები იწვნენ და ერთმანეთის სხეულის სითბოს იზიარებდნენ.
გარეთ ცივა, მაგრამ როცა გვერდით ვინმე გყავს არ შეგცივდება.
თეჰიონის მიერ ამ წინადადების წარმოთქმით აირიდეს სხეულის ტანისამოსით დაფარვის იდეა და მხურვალე სესიის შემდეგ ასე პირდაპირ ტიტვლები გაწვნენ აბურდულ საბანში.
იმის შემდეგ, რაც თეჰიონი მთელი დღის განმავლობაში არ ჩანდა და ჯონგუკმა მონატრებულზე მთლიანად მისცა საკუთარი თავი,გული და სხეული სრულიად მიუძღვნა ქერათმიანს, თითქოს ის მცირედი სიშორე მათ შორის,რომელიც თითქმის არც არსებობდა,
შემცირდა და უკვე ისეთ შეგრძნებას ატარებენ , თითქოს ერთ პიროვნებად ქცეულიყვნენ, თითქოს ერთმანეთზე შეზრდილები გახდნენ და თითქოს ერთმანეთის ხელისგულებზე იჯდნენ.როცა ვინმეს ეუბნები, რომ გიყვარს,თითქოს ეს სიტყვა ყველაფერს უნდა ხსნიდეს და შენს თითოეულ გრძნობას თავს უნდა უყრიდეს, რომ მერე ერთიანად ამოანთხიო და სიტყვიერად გამოხატვა შეძლო, იმ ეიფორიული განცდის, როცა მისი დანახვისას, შეხებისას და თუნდაც მასზე ფიქრისას გიპყრობს.
მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემო ძვირფასო მკითხველო,საქმე ცოტა სხვანაირად გვაქვს და " მიყვარხარ" ყველაზე არაშესაფერისია...თუ როგორ ვთქვა?
ყველაზე ცოტა სიტყვაა, რითაც ეს ორი ტიტველი იდიოტი შეძლებს თავიანთი გრძნობების გადმოცემას.მოდით ,ავიღოთ ჩვენი ქერათმიანი იდიოტი.
ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ ვიცით, რომ ჯონგუკი ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია მისთვის და ის რომ მისთვის ყველაფერს, ვგულისხმობ ყველაფერს იზამს.
მაგრამ ამ ეგოისტურ- მესაკუთრეობრივ გრძნობას შიში სდევს თან.
შიში იმისა რომ ერთხელ იქნება და დაკარგავს,ხელიდან გამოეცლება და ვერაფერს უშველის.