მეათე

294 44 25
                                    

- გამარჯობა

- გამარჯობა თეჰიონ

მიმღებში მჯდარმა გოგონამ თეჰიონს  აციმციმებული თვალები შეანათა და ლამაზად წასმული ტუჩსაცხის დემონსტრირება მოახდინა

- ბაბუასთან მოხვედი?

- ხო

მზერა ქერათმიანის  გვერდით მილურსმნულ ბიჭზე გადაიტანა და მათი სიახლოვით დაეჭვებულმა თვალები დააწვრილა

- ამჯერად მარტო არმოსულხარ

- ხო, ეს ჯონგუკია ჩემი შეყვარებული,
მინდა ბაბუას ვანახო

წითელი ტუჩების დეფორმაციით თუ ვიმსჯელებთ , ნადვილად არ ესიამოვნა მიმღების ქალბატონს ეს ამბავი.

თმები გადაიქნია და თეჰიონს თეთრი ფურცელი აგდებით გაუწოდა

- ხელი გაქვს მოსაწერი , ბაბუაშენის გრაფიკში რომ აღინიშნოს ვიზიტი, ხომ იცი

ხელს ერთი მოსმით აწერს ქერათმიანი.

ეტყობა ამას პირველად არაკეთებდა.

- და კიდევ, წინა კვირას გაბრაზდა და სიარულზე უარი თქვა, ინვალიდის ეტლით დაგვყავს იმის მერე

- ვიცი

უპასუხა თეჰიონმა და ჯონგუკისთვის უკვე გასაგები იყო საიდან იცოდა.

- თეჰიონ

ჩახლეჩილი ხმა გაისმა კოლიდორის ბოლოდან.

- მოხუცო?

ეტლიდან წამოვარდნილ სხეულს შეეგება თეჰიონი და მთელი სიძლიერით შემოხვია ხელები.

- მოიყვანე ჯონგუკი?

თავი დაუქნია ქერათმიანმა და თითი მიმღებთან მდგარი შავთმიანისკენ გაიშვირა

- ცოტა რცხვენია

- რისი რცხვენია, ჩემი? ჯონგუკ!

დაძახებაზე შეცბა სხეული, თეჰიონს გახედა და მისგან თახმობა , რომ მიიღო მაშინ გადადგა ნაბიჯი მათკენ.

- რამხელა გაზრდილხარ ბიჭო

თმები შეისწორა ჯონგუკმა

პეპლის ეფექტიWhere stories live. Discover now