მეოცე

314 35 14
                                    

-გუკი

ცრემლით მიწებებული ქუთუთოების შეხსნა არც ისე იოლი იყო, მაგრამ ეს სულ არ ადარდებდა შავთმიანს.

იმ წამს არც იმაზე იდარდა თუ როგორ სისუსტეს გრძნობდა და მთელი სიმძიმით და დაღლილობით სცადა წამოჯდომა.
ტკივილს გრძნობდა თითქოს ზურგზე მთები ეკიდოსო.სახეც დაძაბულობისგან შეჭმუხნოდა, ფეხებიც ბეტონივით მძიმე ჰქონდა

მაგრამ არცერთი მათგანი შეედრება იმ ტკივილს რომელსაც გულით განიცდიდა.

გუშინდელიდან ბევრი არ ახსოვს მაგრამ ის ერთი ინფორმაცია რომელიც ზუსტად იმ ტკივილის მიზეზი იყო ღრმად გაჯდომოდა ტვინში და ყველა სხვა დანარჩენ გრძნობას ფარავდა.

ჯიმინი  საწოლზე მის გვერდით იჯდა, შეშინებული უყურებდა ჯონგუკს.
სიტყვის თქმა დააპირა მაგრამ შავთმიანის ხელები მკლავზე  მოეჭიდა იმდენად ძლიერად რომ ლაპარაკის უნარი წაერთვა.

იდნავ შეანჯხრია ვარდისფერთმიანის სხეული, გაწითლებული, ტირილისგან დასიებული თვალებით უყურებდა ჯიმინს, პასუხი რომ ეპოვა მის სახეზე.

შეშინებული და დაბნეული თვალები არაფრის მომტანი გამოდგა ჯონგუკისთვის, უნებურად კანკალი და ისტერიული მოთქმა დაიწყო

- ჯიმინ, თეჰიონი, თეჰიონი სადარის? რომ-ბოლოს რომ ვნა-ვნახე...ჯიმინ წამიყვანე თეჰისთან, კარგად არის არა? არაფერი მოუვიდა,ხომ? მი-მითხრა შენთვის გ-გავაკეთეო, ჩემთვის რა გააკეთა? კარგად არის,არაფერი მოსვლია, არა? აარუნდა, ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია, თეჰიონი, თეჰი- ჩემი ბრალია-

- გუკი

შავთმიანის ცრემლით დასველებული სახე პატარა ხელებში მოიქცია, სადაც მისწვდა ცერა თითით მოუწმინდა სველი ლოყები, შუბლზე მიწებებული თმები გადაუწია და სახე გამოუჩინა

- თეჰიონი კარგად არის გუკი, ეს უნდა მეთქვა, იმიტომ გაგაღვიძე, დამშვიდდი კარგი? ჩემი თუ არ გჯერა, ექიმს ვკითხოთ

პეპლის ეფექტიDonde viven las historias. Descúbrelo ahora