მეთორმეტე

279 40 15
                                    



ჯონგუკი ბუსანში ოთხი კვირის გადმოსული იყო ჯიმინს, რომ შეხვდა.

მეზობლები კი იყვნენ და სამი სახლის დაშორებით  კი ცხოვრობდნენ, მაგრამ ამ ოთხი კვირის განმავლობაში, ერთხელაც არ შეხვედრილან ერთმანეთს , და შესაბამისად არც ერთმანეთის არსებობა იცოდნენ.

ერთხელ, ჯონგუკი მამამისმა სიგარეტის მოსატანად მაღაზიაში გაუშვა.

იმ დროს ცხრა წლის იქნებოდა და ეს საქმე მხოლოდ იმიტომ აკისრეს,რომ მაღაზია სახლთან ახლოს იყო.

ჯონგუკის მამას ერთი ფაქტი დავიწყნია, როცა მისი შვილი სიგარაზე გაგზავნა.სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ცხრა წლის ბავშვს , ანუ არასრულწოვანს, სიგარეტს არავინ მიყიდის.

ჰოდა  ,როცა ხელცარიელი სახლის გზაზე მიაბოტებდა .მაშინ შენიშნა გზის პირზე ჩაცუცქული სხეული, თავით და ხელებით მუხლებში ჩარგული და მხრების მოძრაობას თუ გავითვალისწინებთ, ატირებულიც კი.

ბავშვები ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან ხოლმე, და არც პატარა ჯონგუკი იყო გამონაკლისი.

ნელა მიუახლოვდა სხეულს, ცოტახანი უყურა უყურა, მერე გადაწყვიტა გამოეკითხა.

ახალ გადმოსულს, უნდოდა ახალი მეგობრების შეძენა.

- ჰეიი, კარგად ხარ?

ყოყმანით კითხა , ისედაც აღელვებული სხეული კიდევ უფრო , რომ არ დაეფრთხო.

- კარგად ხარ მეთქი?

- დამანებე თავი

დაგუბულად გაისმა პატარა წრიპინა ხმა.

- ცუდად ხარ?

უკან არიხევდა ჯონგუკი, პირიქით, უფრო მიუახლოვდა ბიჭს და მხარზე ხელები დაუთათუნა

- რამე გჭირდება?

- მჭირდება, რომ თავი დამანებო

მერყევი ხმით მიაძახა და თავი მუხლებს მოაშორა.

გული შეუწუხდა ჯონგუკს.

პეპლის ეფექტიWhere stories live. Discover now