მეთოთხმეტე

346 38 26
                                    

ხელში აყვანილი და გულზე მიხუტებული შეიყვანა იუნგიმ გულწასული სხეული საავადმყოფოში.

თვითონ მასზე გამხდარც იყო, მაგრამ იმ მომენტში, როცა ჯიმინის უგონოდ დაცემული სხეული თავის ხელებში იგრძნო, სხვა არაფერზე უფიქრია.

მანქანასაც მთელი სისწრაფით ატარებდა , იმაზე ნერბიულობით, რომ მას რამე არ მოსვლოდა.

ერთი ხელით საჭეს მართავდა, მეორეთი კი ხან შუბლზე გადაუსვამდა , ხან თმაზე, მერე გაყინულ ხელებს თავისაში მოიქცევდა, თბილ სიტყვებს, ეუბნებოდა ეგებ რამე გაეგო?

შეიძლება იუნგიმ არა, მაგრამ მე სიამოვნებით გეტყვით, რომ დიდი ხანი გასულიყო, რაც ამ ვაჟბატონს ასე ვინმეზე ენერვიულა.

ჯერ დედამისი იყო, მერე მამამისის მოვლა უწევდა და აქედან გამომდინარე, მიჩვეული იყო გარშემო მყოფების ავადმყოფობას.

მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი იმდენად განსხვავებული იყო, იმდენად სიტყვით აუხსნელი, იუნგიმ თვითონაც არ იცოდა რამ და როგორ გამოიწვია მისი ასეთი დამოკიდებულება ჯიმინის მიმართ.

ჩვეულებრივ მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება, ჩვენი ბატონი თოვლი, იქამდე არ დამჯდარა, სანამ ექიმი არ გამოვიდა პალატიდან

- ყველაფერი რიგზეა, ეტყობა ეს ბოლო დღეები  რთულად გამოუვლია, ნაჭამიც არ არის და სტრესიც არ არის გამორიცხული, ახლა სისტემა დავუდგით და რომ გაიღვიძებს თუ მოუნდება შეგიძლიათ წახვიდეთ. კარგად აჭამეთ და არ გადაღალოთ, დანარჩენი არაფერია სანერვიულო.

- მადლობა

და მაშინ დამშვიდდა.მაშინ ამოისუნთქა და მთელი საათის განმავლობაში, პირველად ჩამოჯდა.

ვის ახსოვდა ბარში უსიტყვოდ დატოვებული ჯინი და ჯონგუკი.

მაგრამ შავთმიანმა იცოდა ჯიმინის ამბავი, რამდენჯერმე მოსვლია ასე მის მეგობარს და ყოველთვის დაღლილობისგან და გადატანილი სტრესისგან.

პეპლის ეფექტიWhere stories live. Discover now