- თეჰიონ , არმინდა წასვლა - მოგუდულად ისმის ,საბანში ჩამალული ჯონგუკის ხმა.თეჰიონი საწოლის კიდეზე ზის.აღელვებულია,ტირილი უნდა,უნდა იკივლოს,ყველას უთხრას,რომ ჯონგუკს წასვლა არუნდა და არსად გაუშვებს.მაგრამ ზის გაქვავებული,სიტყვებს თავს ვერაბამს
- აქიდან ფეხს არმოვიცვლი,რასიზამენ ჰა? თმით რომ წამათრიონ მაინც არ წავალ - ბუზღუნებს შავთმიანი.
- ასე არშეიძლება,გუკ - თეჰიონი იმ სიტყვებს ამბობს,რომლის თქმა სულაც არსურს,მაგრამ საჭიროდ თვლის,ჯონგუკს წასვლის მიზეზი მისცეს.
- როგორ არშეიძლება,ჩემი ნებაა ,მინდა წავალ მინდა არა, ძალით წამიყვანენ? მამამ სამუშაო აქ ვერიშოვა? რა დამპლობაა?
- მაგრამ ისინი შენი მშობლები არიან,უნდა დაუჯერო - ნერწყვს მძიმედ ყლაპას ქერათმიანი და ჯონგუკისკენ იწევა
- შენც გინდა წავიდე? - ამღვრეული ხმით ეუბნება ჯონგუკი
- რასამბობ გუკ, ჩემი ნება რომიყოს სხეულზე მიგიწებებდი და არსად გაგიშვებდი, ყველაზე ნაკლებად მინდა წახვიდე,მეორედ არ თქვა ეგ სისულელე .
- აბა, ასე ადვილია ნუ მიშვებ, უთხარი რომ ჩემი წასვლა არგინდა, რატომ არეუბნები? - საბნიდან თავი გამოყო,ხელებს დაეყრდნო და აწყლიანებული თვალებით შეხედა ქერათმიანს.
- გუუკ - თეჰიონმა ჯონგუკს კეფაზე მოკიდა, თავისკენ დაქაჩა და ჯონგუკი მთლიანად თავის მკლავებში მოიქცია,ზურგზე ეფერებოდა,ჯონგუკის სურნელს ისრუტავდა სამუდამოდ ტვინში რომ გაჯდომოდა.ყველაზე,ყველაზე მეტად არუნდოდა მასთან განშორება,სიკვდილივით ძულდა მისგან შორს ყოფნა.ისე ძლიერად ეხუტებოდა ასლუკუნებულ ბიჭს,რომ სადაცაა შემოატყდებოდა - არიტირო, ჩემო ბაჭიავ.როგორ მინდა სულ აქ მყავდე, ჩემო პაწაწინა.გთხოვ ნუ ტირიხარ, შენს ცრემლებს ვერ ვუყურებ გუკ.
- მაშინ, უთხარი ,რომ შენთან დამტოვონ, არგამიშვა თეჰიონ, გთხოვ შენთან დავრჩები, არმინდა წასვლა - სლუკუნებს ჯონგუკი, ცრემლებს სულ არ ერიდება, თეჰიონის მაიკას ჩაბღაუჭებული ამოთქვამს
- რომ შემეძლოს სულ ასე მეყოლებოდი გუკ, მაგრამ ბავშვებს არავინ მოგვისმენს, არვიცი რავქნა, რაგავაკეთო,რომ არ წაგიყვანონ გუკ.
- არდამივიწყო თეჰიონ, კარგი? სულ ჩემზე იფიქრე.ხომ მოგენატრები ? ჰა? ნუ დამივიწყებ კარგი?
- რასამბობ გუკ? როგორ უნდა დაგივიწყო, ჩემო პატარავ , როგორ გაიფიქრე საერთოდ . სულ შენზე ვიფიქრებ, რომ დავიძინებ შენზე ვიფიქრებ, რომ გავიღვიძებ მაშინაც, გეფიცები , ერთი წამითაც არ დამავიწყდები - უკვე თვითონაც ტიროდა,როგორ ვერიტანდა თეჰიონი საკუთარ თავს, ასეთი უძლური, რომ იყო, ჯონგუკი ასე ტიროდა , მასკი არაფრის გაკეთება შეეძლო, მის დასახმარებლად.
- თეჰიონ, ჩემს ქუქს დაგიტოვებ, საწოლზე დაგიდებ მასთან ერთად დაიძინე, კარგი? რომ შეხედავ მე გაგახსენდები - ამბობს ჯონგუკი და თეჰიონს ხელში ბაჭიის სათამაშოს უჩეჩებს - აი გამომართვი
- გუკ, შენ თათა წაიღე, სულ გულში ჩაიხუტე - თეჰიონი ცრემლებს იწმინდავს , გუკის სახეს ხელებში იქცევს და მასაც აშორებს ცრემლებს - ნუ მოიწყენ გუკ, მანძილი ვერაფერს გვიზამს - ამბობს და ჯონგუკს გულში იკრავს.