ოცდამეორე

204 24 16
                                    

ჩემი სიტყვებით რომ ავხსნა,

მწუხარება დანაკარგისგან განცდილი სიცარიელის გრძნობაა.

ის რაღაც , რაც სხეულის შიგნიდან გეუფლება, თითქოს გული ვიღაცას დიდ მუჭში ქონდეს მოქცეული და მთელი ძალით ცდილობდეს მის გახლეჩვას.

თითქოს ვიღაცას ერთი წამითაც არ უნდა ჟანგბადმა შენი სხეული შეავსოს და ყველანაირად ცდილობს მისგან დაგტოვოს, დაგაცარიელოს.

მაგრამ სიცარიელე განა მარტო შიგნიდან მოდის?

მწუხარება ადამიანის არყოფნას სისხლის გაყინვამდე გაგრძნობინებს.

გაგრძნობინებს როგორია იმ ადამიანის ნაკლებობა  შენს გვერდით.
მის სურნელს ფილტვებიდან არ მოგაშორებს და არც მასზე მოგონებებს გაგიფანტავს გონებიდან,რომელიც ასე გამძიმებს.

როცა გგონია სულ მარტო დარჩი, რადგან ის ადამიანი შენთან აღარ არის, მწუხარება ერთადერთია რისი შეგრძნებაც ნამდვილად შეგიძლია.

ამბობენ რომ მწუხარებას ხუთი საფეხური აქვს.

უარყოფა

ნაცრისფერ ხავერდოვან კედელს მიყრდნობოდა ზურგით.

მუხლები გულამდე მიეტანა და ჩაფიქრებული გაჰყურებდა საავადმყოფოს წინ გადაშლის ქალაქის ხედს.

ფეხებთან წაკიდებული სიგარეტი ეგდო, ეტყობოდა ნაჩქარევად გადააგდო ხელიდან, როცა მისკენ მავალი ვარდისფერთმიანი ბიჭი დაინახა და არც ჩაქრობისთვის დაუხარჯავს დრო.

ჯიმინი იუნგის მიუახლოვდა, მის გვერდით იმავე პოზაში ჩაიკუზა კედელთან როგორც თეთრთმიანი და წუთიერი დუმილის შემდეგ თავი იუნგის მხარზე ჩამოდო.

მიწაზე დაგდებულ თითქმის მთლიან სიგარეტს გახედა, კვამლი წვრილ ხაზად ჯერ კიდევ რომ მიუყვებოდა.

- რაზე ფიქრობ იუნ?

თეთრთმიანისთვის უცნაური კითხვა იყო.

პეპლის ეფექტიWhere stories live. Discover now