მეთვრამეტე

309 38 9
                                    

ცოტა არ იყოს აღელვებული იყო ჯონგუკი ქერათმიანის აღსარებით, თვალებში შიში ჩაუჯდა და კონცენტრაციას სხვა საკითხზე ვერ ახდენდა.

მაგრამ თეჰიონი ათჯერ უფრო მეტად ანერვიულებული ჩანდა.
ერთი იყო გაურკვევლობა, მეორე შიში და მესამე შავთმიანის დაცვის სურვილი, რომელიც ბავშვობიდანვე ეწება ქერათმიანს და კიდევ უფრო გამაღიზიანებელი ხდებოდა ის ფაქტი, თუ როგორი უუნარო იყო თეჰიონი ამ საკითხში.

ჯონგუკი კი ასეთი შეყვარებულის შემხედვარე თავის შიშებს ივიწყებდა და ცდილობდა რამეფრად თეჰიონის აღელვება გაექრო.

ასეთ დროს ნებისმიერი იგრძნობდა შიშს და შავთმიანსაც გული აჩქარებოდა ამ გრძნობისგან,
მაგრამ თვითონ ეს აჩქარებული გული  აძლევდა რაღაც იმედის ნაპერწკალს და ისიც მთელი ძალით ეჭიდებოდა მას.

თეჰიონის კალთაში კნუტივით იჯდა და მისი ფერებით ძღებოდა როცა ლოყებ აწითლებული ჯიმინი დაბრუნდა და დანაშაულის გრძნობამ შეაწუხა შავთმიანი, მეგობრის აწითლებული ლოყები სიცივეს დააბრალა და თავისი თავი დაადანაშაულა, რომ ჯიმინს ასეთ სიცივეში გასვლა მოუწია.

მაგრამ ჯონგუკმა არ იცოდა როგორ თბილად იყო ვარდისფერთმიანი იუნგის მკლავებში მოკალათებული და ლოყების აწითლებაც სწორედ ასეთი სიახლოვისგან იყო გამოწვეული.

ოთახში ჩვეულად შეაბიჯა მორიდებული ნაბიჯებით და ერთმანეთზე შემდნარ წყვილს გვერდით მიუჯდა

- ბოდიში ჩიმ, არმინდოდა ამ სიცივეში გარეთ გასულიყავი

ქერათმიანის კალთას არ მოშორებია ისე გახედა მეგობარს

- არაფერია.

ხელი გააქნია და თეჰიონს გახედა, რომელიც მადლობის ნიშნად უღიმოდა და თვითონაც გაუღიმა პასუხად

ნაწყენი არ ჩანდა ჯიმინი, მაგრამ ჩაფიქრება ეტყობოდა.

- მე აქ ვიძინებ გუკ?

პეპლის ეფექტიWhere stories live. Discover now