თავი 3.

2K 96 92
                                    


"sometimes the dreamers finally wake up."

-Sapientdream.

----------------------------------------------------‐-------------------------------------------------------------------------------

გულაჩქარებული იდგა კედლის წინ და ხელში ფუნჯს ატრიალებდა. შეღებილ კედელს თვალს არ აშორებდა. მოსწონდა, ძალიან მოსწონდა და კმაყოფილიც იყო საკუთარი თავით. წამით იფიქრა, რა მოხდებოდა თუ დიმიტრის არ მოეწონებოდა და საერთოდ ვერ დაინახავდა მასში ვერაფერს. ცოტა სასაცილოც კი იყო ამაზე ფიქრი, რადგან ნინია ყოველთვის კმაყოფილი იყო საკუთარი თავით, მაგრამ დიმიტრიმ... ოჰ, დიმიტრიმ რაღაცეები ძალიან შეცვალა, ძალიან. რამდენიმე წამში ისიც გაახსენდა, რომ შეიძლებოდა დიმიტრი ამ დღის შემდეგ ვეღარასდროს ვეღარ ენახა. საღებავიანი ხელი სახეზე მოისვა და მისი ლოყაც მწვანედ შეიღება.

ის არ იცოდა, რომ დიმიტრი ისევ კარებთან იდგა და ისევ ისე ათვალიერებდა ნინიას, როგორც წინა დღით. ეღიმებოდა როცა საღებავებით მოსვრილ სახეს უყურებდა. გოგოს ესეც კი უხდებოდა, ძალიან უხდებოდა. თითქოს ეს ფუნჯი, დასვრილი წინსაფარი და ფერებად შეღებილი სახე, მას მთლიანად ავსებდა. მისი ღიმილიც რაღაც სულ სხვა გახდა დიმიტრისთვის. ღიმილი ნინიას სულ სხვანაირად ერგებოდა და ეს ყველაფერი მისი დიდი ნაწილი იყო, რომელსაც ვერაფერი შეცვლიდა. აკვირდებოდა დიმიტრი ნინიას და ხვდებოდა, რომ რაღაც უნდა მოემოქმედებინა. რაღაც ისეთი უნდა გაეკეთებინა, რომ ნინია ამ ოთახის იქითაც ენახა. შესძლებოდა მასთან დალაპარაკება და მისი ფიქრების გაგება.

ქალბატონი მარინა ნინიასგან ორი ნაბიჯის მოშორებით იდგა და ნახატს დუმილით ათვალიერებდა. ჰო, მისთვის ეს ნახატი რაღაც სულ სხვა იყო და ამიტომაც ჰქონდა სახეზე ისეთი გამომეტყველება, თითქოს მთელი ცხოვრება სევდიანი და დაღონებული დაიარებოდა. მას შემდეგ, რაც ნინიას მადლობა გადაუხადა და მოაგვარა ყველა საკითხი, სკამზე ჩამოჯდა და ახლა ისე დაუწყო ნახატს ცქერა. ნინიას უბრალოდ ეღიმებოდა, რადგან მიხვდა, რომ ყველაფერს თავი გაართვა და მარინას დაღონებული გული გაახარა. ძალიან ჰგავდა დიმიტრი მარინას, მაგრამ ქალს უფრო ღია თმა ჰქონდა და ასაკის მიუხედავად არც სილამაზე ჰქონდა დაკარგული და არც ხიბლი.

ქაღალდის ნავიWhere stories live. Discover now