თავი 10.

2.1K 80 155
                                    


„რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,

რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!

იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,

ამ სიყვარულზე ვესაუბრები.”

-ლადო ასათიანი.

----------------‐---------‐---------------------------------------------------------------------------------------------------------


ის ჩრდილებქვეშ იჯდა და შორიდან ადევნებდა მზერას. სულაც არ მოსწონდა ყურადღებას რომ არ აქცევდა, ჭკუიდან შლიდა ეს, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
სიგარეტს რბილი ბაგეებით ქაჩავდა და შესაშურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
თავში ათასი აზრი უტრიალებდა.
წარსულის გაელვებასთან ერთად ისეთი მომენტებიც ჩნდებოდა ხოლმე მის გონებაში, არასდროს რომ არ ეწერა ასრულება. საკუთარ თავს ამის გამო ხანდახან დასცინოდა კიდეც და "შეყვარებულ მეოცნებესაც" უწოდებდა.
მისთვის რომ შეგეხედათ, ვერ იტყოდით, რომ ეს კაცი შეყვარებული იყო, თანაც მეოცნებე. თითქოს ყველაფრის დასამალად ისეთს სერიოზულობას იჭერდა უცხო ხალხთან, ზოგი ზიზღითაც კი გაჰყურებდა მას. ეს ზიზღი შეიძლებოდა ბევრ რამეს გამოეწვია: წარმატებულ კარიერას, თავდაჭერილობას, გარეგნობას, ბედნიერებას...
ბოლო სიტყვაზე ხშირად იცინოდა საკუთარ თავთან. "ბედნიერი კაცი ხარ"-ეტყოდნენ ხოლმე და ისეთი ყალბი ღიმილით გაჰყურებდნენ, ხანდახან გულიც კი ერეოდა. მადლობას უხდიდა და იღიმოდა. თანხმობის ნიშნად თავს უკრავდა და გულში გარჭობილ კუბიდონის ისარს დაუღალავად მალავდა. ისარს, რომელსაც მისთვის მხოლოდ ტკივილი მოჰქონდა.

-ტანცუი რასია-ილომ ღიღინი დაიწყო და კარტი სწრაფად აჩეხა. ცისფერი თვალები ეშმაკურად აუთამაშა ნინიას და ღრმად ჩაისუნთქა ზღვის ჰაერი-ბოდიში ნინია, მაგრამ რა გავაკეთო. ეს მხოლოდ და მხოლოდ სიმღერაა.

ნინიამ სიცილით გააქნია თავი და დაჩის გახედა. გახედა, მაგრამ როცა მისი მწვანე თვალები ვერ დაიჭირა, ისევ ილოს გახედა.

ქაღალდის ნავიWhere stories live. Discover now