თავი 12.

2K 74 78
                                    


"Take a lover who looks at you like maybe you are magic."

- Frida Kahlo

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


-მოგწონს?-ანთებული თვალებით დასდევდა ნინია უკან და თან ცდილობდა კარგად დაკვირვებოდა მის ემოციებს-დათუნაა...

დათუნა ჯერ გაკვირვებული ათვალიერებდა ნახატებით მორთულ ოთახის კედლებს, შემდეგ კი ნელა ატარებდა პატარა თითებს მასზე.

-ვაიმე მოსწონს?-სახეზე შემოილაგა ხელები ნინიამ და ჩაიმუხლა.

-რა დრამა ქვინი ხარ-შეწუხდა დაჩი და ნინიას დახედა. ნინიამ ეს არ იკმარა და იატაკზე მთლიანად გაწვა.

დაჩიმ ხელი შუბლზე მიიდო და თავი გააქნია.

-არ მოეწონაა, არაა-ამოიტირა და თავი ხელებში ჩარგო.

დაჩის გაეღიმა. ჯერ ყოყმანით დახედა ნინიას, მაგრამ აღარ უფიქრია ბევრი და ნინიას გვერდით მიუწვა. ნინია ისევ განაგრძობდა წუწუნს და სახიდან ხელებს არ იშორებდა.

-ყველაზე ზღაპრული ოთახია, რაც კი ოდესმე მინახავს-თქვა თბილი ხმით და თავი ნინიასკენ მიატრიალა.

ნინიამ ნელა მოაშორა ხელები სახეს და დაჩის მწვანე თვალებს შეხედა.
მერე მის წრფელ ღიმილს მოჰკრა თვალი, ვარდისფერ ბაგეებზე რომ დასთამაშებდა. თავი ისევ გაატრიალა და ჭერში აიხედა. დაჩი ისევ მას უცქერდა და გულდაწყვეტილი ცდილობდა თავი კოცნისგან შეეკავებინა.

-რამდენი დრო გავიდა, არა?-იკითხა ჩურჩულით ნინიამ და თვალები ჭაღს ისე შეავლო, თითქოს წარსულის ყველა მომენტმა მოძრავი დაიწყო.

-არც ისე ბევრი-მხრები აიჩეჩა დაჩიმ.

ნინიას გაეცინა და თავი გააქნია.

-აჰ, შენთვის ყველაფერი ძალიან ადვილი იყო და ალბათ მაგიტომ-ძალიან ტკენდა გულს მისი სიტყვები, მაგრამ მაინც უნდოდა, რომ დაჩისთვის ეთქვა.

ქაღალდის ნავიWhere stories live. Discover now