თავი 5.

1.7K 79 71
                                    


"ჩვენი სიტყვები არაფერს ხსნიან, ქცევები...
ქცევებია მთავარი."

-ერიხ მარია რემარკი.

----------------‐-----------------------------------‐-----------------‐--------‐-----‐--------------------------------------------‐-

-არ მეგონა ასე თუ მომენატრებოდა ნინია-ჩაიცინა ილომ და ნინიას კალთაზე თავი დაადო-ცისარტყელა-ქვედა ტუჩი გადმოაგდო და ცისფერთვალა, პატარა ბავშვს დაემსგავსა.

ნინიამ ტელეფონი დაბლოკა და გვერდით გადადო. ილოს სახეზე ხელები დააწყო. ჯერ ნაზად მოეფერა, მერე კი ლოყები გაუწელა.

-არსად წავსულვარ ილო-გაეცინა და ლოყაზე სწრაფად აკოცა.

-მაგის უარყოფა არ შეგიძლია-წარბები შეკრა თორნიკემ-ახლა ჩვენთან კი არა, იმ ოკუპანტთან ხარ.

ნინიამ თვალები გადაატრიალა, ილოს კი გაეცინა. რთული იყო თორნიკეს ტონზე სიცილის შეკავება. ხანდახან ძალიან სერიოზული, მაგრამ თან ძალიან სასაცილო ხმა ჰქონდა. არადა მხოლოდ და მხოლოდ სიმკაცრის შენარჩუნება სურდა.

-ნუ ეძახი მას ოკუპანტს. მართლა რა, გეყოს თოკე-ილოს ქერა თმაში შეუცურა თითები და დაიბუზღუნა.

ილომ მაშინვე მოიშორა ნინიას თითები და მის ხელებში მოიქცია ისინი.
არ უყვარდა თმაზე რომ ეხებოდნენ.

-რაც მართალი, მართალი-მხრები აიჩეჩა ანიმ და თავზე წამოფარებული კაპიუშონი გაისწორა.

-როგორ მაბრაზებთ ხოლმე-ილოს თავი წამოაწევინა და დათუნასკენ გაიშვირა ხელები-მოდი ჩემო პატარა.

დათუნამ მწვანე თვალები ჯერ მამას მიაბყრო, მერე კი ნინიას სიხარულით ჩაუხტა მკლავებში. როცა მისი შეკრული თმა შეამჩნია, თმის რეზინის მოშორება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

-მე დაგეხმარები დათუნა, დაიცა-სიცილით მოაშორა ილომ ნინიას თმის რეზინი.

დათუნამ სიხარულით ახლართა ნინიას თმაში თითები და მხარზე თავი ჩამოადო.

ქაღალდის ნავიWhere stories live. Discover now