თავი 9.

1.9K 81 137
                                    

ამ თავში და მომავალ თავებში წარსულიდან იქნება მონაკვეთები და არ დაიბნეთ.
:))))
----------------‐-------------------------------------------------





"მოგონებები შიგნიდან გათბობენ, თუმცა, ცრემლადაც გღვრიან."

-ერიხ მარია რემარკი.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მანქანაში ნელი მუსიკა იყო ჩართული.
მზე მთელი ძალით ანათებდა და გარშემო ყველა კუთხეს ხუთავდა. თითქოს ცოტაც და ყველაფერი დაჭკნებოდა. სისწრაფის და ჩაწეული ფანჯრების გამო, მანქანაში გამუდმებით მოძრაობდა გრილი ჰაერი.
ნინიას ლურჯ თმას სულ უწეწავდა, ანის კი საგულდაგულოდ შეკრულ კოსას უჩეჩდა. ანი ამას ყურადღებასა არ აქცევდა და გზას შეუპოვრად უმზერდა მზის სათვალეებიდან. გამუდმებით ღეჭავდა საღეჭ რეზინს და თითებს მუსიკას აყოლებდა. ერთი სული ჰქონდა როდის მიაღწევდა ზღვასთან. მხიარულ გუნებაზე იყო ნინიასგან განსხვავებით.
ის მხოლოდ ფანჯარაში იცქირებოდა ან თვალებს საერთოდ ხუჭავდა.

-როდის ჩავალთ? უკვე ძალიან ცუდად ვარ-ამოიოხრა ბოლოს და მუსიკას ჩაუწია.

-ცოტაც გაუძელი პატარავ-სათვალეები თავზე აიწია ანიმ-რა გჭირს, სახეზე ფერი არ გადევს.

-გული მერევა-უძლურად ამოილაპარაკა ნინიამ-ღმერთო რა საშინელებაა ეს მგზავრობა.

ანიმ ნინიას წყლის ბოთლი გაუწოდა და ანიშნა, რომ დაელია.
თვითონ კი აჟიტირებული გაჰყურებდა გზას და ბოლოს სიხარულისგანაც წამოიყვირა, როცა გზაზე მიმავალი დაჩის მანქანა შეამჩნია.

-როგორ არ დაიღალეთ-გაეცინა ნინიას და თავი საწყლად გადააგდო უკან-არ მჯერა, რომ ჩამოვედით.

-ჯობია დაიჯერო. ღმერთო როგორ მინდა ზღვაში ჩახტომა. ვფიცავ იქედან აღარ ამოვალ-წამოიყვირა და გადაიკისკისა.

-ჯობია კარგად დავისვენოთ. ყველას ბევრი საქმე გვაქვს-წყლის ბოთლს მიეკრო ისევ და შუბლზე მიიდო.

ქაღალდის ნავიDonde viven las historias. Descúbrelo ahora