"But love is a feeling we can experience,
But never complain. "------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რაცარუნდა ბევრი ვისაუბროთ იმაზე, რომ დრო ძალიან ნელა გადის, მაინც შევცდებით. დრო ისეთი მატყუარაა, რომ ხანდახან თავსაც იტყუებს და ჩვენც გვატყუებს. ყოველთვის გვახსენებს, რომ ბედნიერება ყოველთვის არ ნარჩუნდება და ის ისე მალე გადის, როგორც წამის მეასედი. ცხოვრებამ ეს ადრევე დააწესა და ამის მოშლას ბევრიც ცდილობდა.
არავის გამოსვლია, ან გამოუვიდა და ამას ისე შეუშინდა, რომ საიდუმლოდ შეინახა.ნინიას ყველაზე მეტად მარტი უყვარდა, ოღონდ არა თბილისის მარტი.
გაზაფხულზე დაჩის აგარაკზე ასვლა უყვარდა, მაგრამ იქ ხშირად ვეღარ დადიოდა. მოსწონდა გაუთავებელი წვიმაც, სუსხიც, ტალახიც და იშვიათ მზეში ახალშობილი ყვავილებიც.
სურნელოვანი ხეების ცქერა უყვარდა აივნიდან და არც ცვრიან ბალახე ფეხშიშველა სიარულს იკლებდა.
სიამოვნებას, რასაც გაზაფხული აძლევდა, მთელი წლის მანძილზე ჰყვებოდა.ახლაც აივანზე იჯდა და ყავას სვამდა.
თბილისში ძლივს მოიცალა მზემ და გაიმეტა თბილი სხივები.
ნინიაც ამას არ გამორჩა და მაშინვე გავარდა აივანზე. კმაყოფილი თვლემდა სავარძელზე წინა ღამის უძინარი და თან ეღიმებოდა. თავი უკვე სიზმრებში ეგონა, ზარის ხმა რომ შემოესმა.
წამოიზლაზნა და თვალები მოიფშვნიტა.
ოთახი სწრაფად გაიარა და კარები გააღო.-მმმ... არ მელოდი?-დაჩი კარებს მიეყრდნო და ნინია თავიდან ბოლომდე შეათვალიერა.
-ისევ მესიზმრები თუ მართლა აქ ხარ?-ღიმილით მოხვია კისერზე ხელები და ყელში ჩაუძვრა.
მისი საყვარელი სურნელი ღრმად შეისუნთქა და თვალები დახუჭა. ლამის მის მხარზე ჩამოეძინა.
დაჩიმ ხითხითით მოხვია ხელები და აიტაცა. კარები ფეხით მიხურა და სწრაფად მოთავსდა დივანზე.
ნინია წამითაც არ მოშორებია მას.
როცა დაჩის ხელები მაისურთან იგრძნო, თავი წამოსწია და ხელები მხრებზე დააწყო. ორივეს თვალები გიზგიზებდა ისეთი ცეცხლით, რომელიც დიდი ხანი ჩამქრალი იყო.
YOU ARE READING
ქაღალდის ნავი
Short Story"გრძნობები ერთმანეთში იხლართება და ირევა. მე ტკივილს ვგრძნობ... სრულ სიცარიელეში ტკივილს ვგრძნობ. შენ კი შორს ხარ, ძალიან შორს. ნელ-ნელა ფერს კარგავ და მეც ველი, როდის ჩაიფერფლები" December, 2021.