თავი 14.

1.9K 88 125
                                    


"Sometimes it's not the butterflies that tell you you're in love, but the pain."

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-მალე დაბრუნდები სახლში? თუ გინდა გამოგივლი-თორნიკეს დაღლილი ხმა გაისმა ტელეფონში.

-არა, იყოს, ანი მომიყვანს ან ცოტას ფეხით გავისეირნებ. ნამდვილად არ მაწყენდა-ოხვრას ამოაყოლა სიტყვები და ცხელი ყავა ნელა მოსვა.

-კარგი, გაკოცე აბა-გაუთიშა ტელეფონი და ნინიამაც მზერა ანიზე გადაიტანა.

-ნეტავ ეხლა შენს თავს ხედავდე-დანანებით გააქნია თავი.

-არაფერი მჭირს-თქვა მხრების ჩეჩვით და კაფეს მოატარა თვალი. სისუსტეს გრძნობდა მთელ სხეულში.

-ჰაჰ, პირდაპირ სასაცილო ხარ, სასაცილო-თავი გააქნია ისევ.

-კარგი რა ანი-თვალები გადაატრიალა ნინიამ და ისევ ყავას მოხვია თითები.

-ბოლოს რა უთხარი?

-ბოლოს ვუთხარი, რომ მარტო ყოფნა მჭირდებოდა-კისერი უკან გადააგდო და თვალები დახუჭა-ვუთხარი, რომ ამ ყველაფერზე ძაალიან ბევრი ფიქრი მჭირდებოდა.

-და მისი რეაქცია რა იყო?

-ჩვეულებრივად მიიღო, მაგრამ თვალებში მაინც ეტყობოდა იმედგაცრუება-მხრები აიჩეჩა-ალბათ ელოდა, რომ კოცნის შემდეგ ყველაფერი დალაგდებოდა.

-შეილება ასეცაა სულელო-თავზე ხელი შემოირტყა ანიმ-მოუშვი ადამიანი შენთან, მოუშვიი. ხომ ხედავ როგორ ცდილობს??

-ვაიმე ანი, აქამდე ეცადა თუ უნდოდა-უკვე აღარ შეეძლო ამდენი.

-ვერ ხვდები, რომ დაჩი დადიანი კუტუ იყო? თავში ჰქონდა ბიჭს ავარდნილი და რა თქმა უნდა პატარა გოგოს ისე გიყურებდა, როგორც დას-ხელებით დაიწყო საუბარი-არა, მანდ ვცდები, უნდოდა, რომ შემოეხედა, მაგრამ ვერ გიყურებდა. თავს გარიდებდა მისი ჭკუით და როცა მაგრად მოიხოდა შენთვის, მაშინ გაჩნდა დათუნაც.
მაგ დროს შენ უკან დაიხიე და დაჩიმაც გადადგა უკან ნაბიჯები, რადგან ეგონა, რომ ბედნიერებას ვერ მოგიტანდა.
ეგონა, რომ დათუნა ყველაფერს აფუჭებდა.
მერე დიმიტრი გამოჩნდა, ტვინი აგირია და ამ ქვეყანაას მოგწყვიტა. ამაზე სულ გადაირია. სულ აფორიაქებული დადიოდა და დიმიტრის ვერ იტანდა. როცა გხედავდათ, ბრაზისგან შეეძლო ორივე მოეკალით, მაგრამ მერე შენ ისე აჭიკჭიკდი...
მაგ დროს დანებდა და იფიქრა, რომ გაგიშვებდა. მერე მიწყნარდა და შორიდან დაგიწყოთ ყურება. არა და სიგეჟემდე უყვარდი, უყვარხარ და მერეც სიგიჟემდე ეყვარები. რით ვერ შევიდა ეს შენს ტვინში.

ქაღალდის ნავიWhere stories live. Discover now