სასიამოვნო კითხვას გისურვებთ~💜
წინა თავიდან:
იუნგი: თეჰიონ... გახდები ჩემი ომეგა??-ბიჭმა პიჯაკის ჯიბიდან პატარა შავი ფერის ყუთი ამოაცურა, მუხლზე დადგა და ომეგას გაუწოდა.
~
თე:ი-იუნგი იცი მე ასე სწრაფად ვერ გეტყვი გთხოვ გამიგე, დაფიქრება მჭირდება - თქვა ისევ შოკში მყოფმა ომეგამ.იუნგი: კარგი, რამდენ ხანსაც მეტყვი იმდენ ხანს დაგელოდები, ახლა კი მოდი დავსხდეთ.
ორივე ქვიშაზე დადებულ ბალიშებზე ჩამოსხდა. ალფამ თხელი მოსასხამი ომეგას ზურგზე მოახვია და თან ყურში ჩასჩურჩულა - არ გაცივდე.
შავთმიანი ოდნავ აწითლდა ალფას ამ ქმედებების გამო და თავი ჩახარა.ნახევარი საათით სანაპიროსთნ ჯდომის შემდეგ 'წყვილმა' უკან დაბრუნება გადაწყვიტა.
სახლში დაბრუნებული ომეგა მაშინვე ჯიმინთან ავარდა ოთახში, რადგან ის რაც მოხდა ვინმესთვის აუცილებლად უნდა მოეყოლა და ეს რა თქმა უნდა ჯიმინი იქნებოდა.თე: ჯიმინ! ჯიმიინ! კარი გამიღე სასწრაფოოდ საქმე მაქვს - კარზე ბრახუნი დაიწყო ომეგამ, ჯიმინი კი ამ დროს თავის საყვარელ დორამას უყურებდა.
ჯიმინი: ახლავე ჰიონ მოიცადე კარი არ შემომიმტვრიო - კედლის მეორე მხრიდან გაისმა ნარინჯისფერთმიანის ხმა.
ჯიმინმა კარები გააღო და თეჰიონიც მაშინვე ოთახში შევარდა.
ჯიმინი: არ იტყვი რა მოხდა?
თე: კი კი ზუსტად მაგისთვის მოვედი, ესეიგიი, მე და იუნგი რომ სასეირნოდ წავედით თურმე სიურპრიზის გაკეთება უნდოდა და პაემანი მოგვიწყო სანაპიროზე!!
ჯიმინი: მშვენიერია, ყოჩაღ იუნგი ჰიონს - გაიღიმა ომეგამ თითქოს არაფერი არ იცოდა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
ARE YOU REALLY BETA? ¦YM¦
Fanfiction📍გაფრთხილება: ომეგავერსი/Omegavers შიფი: იუნმინი, თეგუკი. ___ "იუნგი: ჯიმინ? როგორი შეცვლილი ხარ ვერ გიცანი - მხარზე ხელი ჩამოადო იუნგიმ - მოიცადე ჯიმინ შენს არომატს ვერ ვგრძნობ, შენ რა ბეტა ხარ? ჯიმინი დაიბნა არ იცოდა რა ეპასუხა, მითუმეტეს მას შემ...