10

213 27 58
                                    

- ბატონ პაკს ანალიზები ავუღეთ და აღმოჩნდა რომ იგი დიდი რაოდენობით ბლოკატორებს სვამს. თქვენ იცით ამის შესახებ? ომეგისთვის ასეთი დოზით ბლოკატორების მიღება არ შეიძლება, რადგან შეიძლება მისი დაორსულების შანსი მინიმუმამდე დაიყვანოს.

- ომეგა? - იკითხა გაოცებულმა იუნგიმ

- დიახ, არ იცოდით?

- აჰ არა რა სისულელეა, რა თქმა უნდა ვიცოდი, უბრალოდ ახლა ძალიან დაბნეული ვარ.

- გთხოვთ, როდესაც ბატონი პაკი გონს მოვა დაელაპარაკეთ და გაარკვიეთ ის მიზეზი, თუ რატომ იღებდა ასეთი დიდი დოზით ბლოკატორებს. აუცილებლად გადააფიქრებინეთ მისი მოხმარება.

- აუცილებლად, ეგრე მოვიქცევი.

- ახლა კი უნდა დაგტოვოთ, გამოჯანმრთელებას გისურვებთ.

ექთნის წასვლის შემდეგ იუნგი მოტრიალდა და დაინახა ჯონგუკი თეჰიონთან ერთად, რომლებიც მისკენ მიდიოდნენ.

- რაიმე სიახლე ხომ არ არის? - იკითხა ჯონგუკმა.

- თქვენ იცოდით რომ ჯიმინი ომეგა იყო? - იკითხა კვლავ შოკში მყოფმა იუნგიმ.

- რა? საიდან გაიგე? (თეჰიონი)

- ანუ იცოდით, მე რატომ არაფერი ვიცოდი ამის შესახებ! რატომ დამიმალეთ! ან ჯიმინმა რატომ დამიმალა?!

- ამ ყველაფერზე თავად ჯიმინმა უნდა გაგცეს პასუხი იუნგი, ტყუილად ყვირი!
ახლა ამის დრო არ არის! (ჯონგუკი)

- კი მაგრამ ასეთი რა მიზეზი უნდა ჰქონდეს! ახლა ვხვდები რატომ ვერ ვიგრძენი მისი არომატი როდესაც ჩამოვედი.

- დამიჯერე, ყველაფერი ისე ადვილად არ არის როგორც გგონია. გაიხსენე ბავშვობა, ის პერიოდი როდესაც ამერიკაში გაემგზავრე და იქნებ პასუხიც იპოვო! ახლა კი თუ ნერვებს ვერ იოკებ შეგიძლია სახლში წახვიდე.(ჯონგუკი)

ARE YOU REALLY BETA? ¦YM¦ Место, где живут истории. Откройте их для себя