9

166 31 76
                                    

სასიამოვნო კითხვას გისურვებთ💗
გაფრთხილება! ბომბა თავია!

-------------------

დილით იუნგი და ჯიმინი ოთახიდან ერთდროულად გამოვიდნენ

- დილამშვიდობისა იუნგი ჰიონ.

- დილამშვიდობისა ჯიმინ. ჯონგუკს კიდევ ძინავს?

-ოთახში არ არის, ალბათ სავარჯიშოდ ადრე გავიდა.

- კარგი, მაშინ შენ თეჰიონი გააღვიძე მე კი დაბლა ჩავალ და ჯონგუკს მოვნახავ.

თანხმობის ნიშნად ჯიმინმა თავი დაუქნია და თეჰიონის ოთახისკენ წავიდა იუნგი კი დაბლა სართულისკენ დაიძრა.

- ჯიმინ აღარ არის საჭირო თეჰიონის გაღვიძება - დაიძახა ქვემოდან ალფამ

- ჯონგუკიც ვიპოვე და თეჰიონიც.

ომეგამ კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა და იუნგისთან მისაღებ ოთახში შევიდა რომელიც თეჰიონს და ჯონგუკს თავზე ადგა, ალფას ომეგასთვის ხელი ჰქონდა შემოხვეული საპასუხოდ ომეგას თავი ჯონგუკის მხარზე ჩამოედო და ტკბილად ეძინა.

- ამათმა ფილმს უყურეს და ჩვენ მოგვტეხეს? თან დივანზე ჩაძინებიათ - კომენტარი გაუკეთა სიტუაციას ალფამ.

- რომ გავაღვიძებთ მერე ვკითხოთ ყველაფერი.

ორივემ ჯონგუკის და თეჰიონის გაღვიძება დაიწყეს.

ომეგამ ჯონგუკის მხრიდან თავი ოდნავ ასწია, ცალი თვალი კი ზანტად გაახილა

- რა ხდება? იუნგი? ჯიმინ?

თეჰიონის გამოძრავების გამო ჯონგუკსაც გამოეღვიძა

- რა ხდება?

ალფამ და თავი ნელ-ნელა მარჯვნივ მიატრიალა და თეჰიონი დაინახა რომელიც ჯერ ისევ ვერ გამოფხიზლებულიყო.

- ფილმის ყურება თუ გადაწყვიტეთ ჩვენ რატომ არ გვითხარით? მით უმეტეს მოწყენილობისგან აღარ ვიცოდით რა გვეკეთებინა - უსაყვედურა ჯიმინმა

ARE YOU REALLY BETA? ¦YM¦ Место, где живут истории. Откройте их для себя