- კარგი ამის შემდეგ გვეცოდინება სად იქნები თუ გადაიკარგები. ჯიმინ იმაზე არ ინერვიულო, რომ ჩვენ იქ მოვალთ და თავს შეგაწყენთ, პირიქით შენს პირად სივრცეს პატივს ვცემთ და ვხვდებით რატომაც მოიქეცი ასე-ღიმილით უპასუხა თეჰიონმა და ჩაეხუტა ომეგას.
იმის მიუხედავად რომ ჯიმინის
საიდუმლო გამჟღავნდა გულის სიღრმეში რაღაც შვება მაინც იგრძნო, რომ ამის დამალვა აღარ უწევს.- ჯიმინ შენი მანქანა გადასაგდებია, ახლის ყიდვაზე რა აზრის ხარ? - იკითხა უკვე ჯონგუკმა
- კარგი აზრია, მაგრამ ასე სად წავიდე
- შენ რა, გგონია ვინმე სადმე მარტო გაგიშვებს? არც იოცნებო სამივე გამოგყვებით - წამოდგა ფეხზე ჯონგუკი
- კარგი, მაშინ ხვალ წავიდეთ და ავარჩიოთ. ისე ძალიან გული მწყდება ჩემს "ძველ მანქანაზე" პირველი დღიდან ჩემთან ერთად იყო შვილივით ვუვლიდი - დრამატულად გადაწია თავი ჯიმინმა
- არაუშავს ჯიმინ ოდესღაც მაინც მოგიწევდა შეცვლა და აი ეს დღეც დადგა - გაამხნევა თეჰიონმა
- იუნგი შენც ხომ წამოხვალ ხვალ მანქანის ასარჩევად? - მიუტრიალდა თეჰიონი ალფას
- კი რა თქმა უნდა წამოვალ.
- მგონი ფილმის ყურება დაგვავიწყდა ლაპარაკში - ჩაიცინა ჯონგუკმა
საღამომ მშვიდად ჩაიარა, დრამებისა და სკანდალების გარეშე. მეორე დილას ყველა მზად იყო წასასვლელად ჯიმინს ჩაცმაში თეჰიონი დაეხმარა დაბლა ჯონგუკმა ჩამოიყვანა და უკვე მანქანაშიც მოთავსდნენ.
- თეჰიონ შენ არ გინდა მანქანა? - ინტერესით ჰკითხა იუნგიმ თეჰიონს
- არა იუნგი მართვის მოწმობა არ მაქვს.
იუნგი საეჭვოდ გაჩუმდა, რადგან ზუსტად ახსოვდა, რომ როდესაც თეჰიონს შორი მანძილიდან წერდა ნათქვამი ჰქონდა რომ
მომავალში მანქანის
ყიდვას აპირებდა და ლიცენზიაც აღებული ჰქონდა. ეს ყველაფერი ძალიან აფიქრებს ალფას, და თითქოს მის თავში პაზლი ნელ-ნელა იწყობა...
ВЫ ЧИТАЕТЕ
ARE YOU REALLY BETA? ¦YM¦
Fanfiction📍გაფრთხილება: ომეგავერსი/Omegavers შიფი: იუნმინი, თეგუკი. ___ "იუნგი: ჯიმინ? როგორი შეცვლილი ხარ ვერ გიცანი - მხარზე ხელი ჩამოადო იუნგიმ - მოიცადე ჯიმინ შენს არომატს ვერ ვგრძნობ, შენ რა ბეტა ხარ? ჯიმინი დაიბნა არ იცოდა რა ეპასუხა, მითუმეტეს მას შემ...