- ჯიმინ შეიძლება რაღაც გკითხო?
- ამ.. კი ჰიონ რა თქმა უნდა, რა გაინტერესებს? - ჯიმინს უკვე ეგონა რომ ალფა მოიკითხავდა, დაინტერესდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით მაგრამ..
- რატომ არ მითხარი რომ დრაივერი იყავი? მყუდრო ადგილი შეგირჩევია.
- ჰიონ შენ არც დაინტერესებულხარ. აბა გაიხსენე ბოლოს როდის დაინტერესდი და როდის მკითხე ჩემი ცხოვრების წესის შესახებ? - ბიჭის ხმაში აშკარად შეინიშნებოდა წყენა და იმედგაცრუება. ბევრის თქმა სურს მაგრამ ამასაც დაჯერდება.
იუნგიმ არაფერი უპასუხა, თითქოს იმ წამს ენა გადაყლაპა. ნარინჯისფერთმიანი მართალი იყო, იუნგი მისი ცხოვრების წესით არც დაინტერესებულა და ახლაც, როდესაც ის ასეთ მდგომარეობაშია
სულელურ კითხვას უსვამს იმის მაგივრად, რომ ელემენტარული მისი ჯანმრთელობის შესახებ იკითხოს. არადა არ აპირებდა ამ კითხვის დასმას სულ სხვა რაღაც აინტერესებდა, მაგრამ რომ უფიქრდება ხვდება, რომ ჯიმინი იმავე პასუხით გამოისტუმრებდა, რომელიც ახლა უთხრა.- მე ჭიქას გავიტან.. - მხოლოდ ამის თქმა შეძლო შავთმიანმა ომეგასთვის.
შავთმიანმა ჭიქა აიღო ტუმბოდან და ოთახიდან გასვლისას კარი მთელი ძალით გაიხურა, რადგან საკუთარ თავზე ბრაზდებოდა.
ჯიმინს ბევრი არაფერი უთქვამს, მაგრამ ის ორი წინადადება იუნგისთვის საკმარისი იყო, რომ მიმხვდარიყო თუ რამდენად არ აქცევდა ყურადღებას ომეგას.*Jimin pov*
*ჯანდაბა უხეშად გამომივიდა, ალბათ გაბრაზდა ასეთი პასუხის გაცემის გამო, მაგრამმ იუნგიმ საიდან გაიგო ჩემი საიდუმლოს შესახებ ეს მხოლოდ მამამ და ჯონგ..ჯონგუკ
ჯანდაბა ხომ ვუთხარი არავისთვის ეთქვა. ის მოედანი ერთადერთი ადგილი იყო სადაც ჩემს თავთან მარტო დარჩენა შემეძლო..*წოლა აღარ მინდოდა ისედაც თითქმის ერთი კვირაა საწოლს არ მოვშორებივარ ტელეფონიც
ახლოს არ მაქვს რომ ჯონგუკს დავურეკო, რომ ქვემოთ
სართულზე ჩამიყვანოს, ხოლო იუნგის არ დავუძახებ.
რა გაეწყობა დაველოდები ჯონგუკს.
ВЫ ЧИТАЕТЕ
ARE YOU REALLY BETA? ¦YM¦
Fanfiction📍გაფრთხილება: ომეგავერსი/Omegavers შიფი: იუნმინი, თეგუკი. ___ "იუნგი: ჯიმინ? როგორი შეცვლილი ხარ ვერ გიცანი - მხარზე ხელი ჩამოადო იუნგიმ - მოიცადე ჯიმინ შენს არომატს ვერ ვგრძნობ, შენ რა ბეტა ხარ? ჯიმინი დაიბნა არ იცოდა რა ეპასუხა, მითუმეტეს მას შემ...