ჯონგუკის სიტყვების შემდეგ ჯიმინმა კიდევ დიდ ხანს იტირა ბოლოს კი ჩაეძინა ალფა კი მასთან დარჩა და დაელოდა მის გაღვიძებას..ერთი საათის შემდეგ ჯიმინმა გაღვიძება დაიწყო.
- ჯონგუკ? შენ ისევ აქ ხარ? მეგონა წახვიდოდი - დაბალ ხმაზე ამოილაპარაკა ჯიმინმა და თან თვალებს ისრესდა.
- როგორ შემეძლო ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატარა ომეგა მიმეტოვებინა და წავსულიყავი. ასეთს მიცნობ?
- არა ჯონგუკ! შენ საუკეთესო ხარ, ახლა შენი აქ ყოფნით ძალიან მეხმარები... როგორც იქნა ვიღაცასთან მაინც დავიცალე... მართლა ძალიან ცუდად ვიყავი და ვარ კიდეც.
- არ ინერვიულო ხომ გითხარი, მე შენს გვერდით ვარ და ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს.
- მგონი ჯობია წავიდეთ. შენი თავი თეჰიონ ჰიონს და იუნგი ჰიონს უნდა გავაცნო.
- აქამდე ჩემს შესახებ რატომ არაფერს უყვებოდი მათ? - დააინტერესა ალფას.
- ალბათ იმიტომ რომ ჩემგან მოშორებით ცხოვრობდი და უბრალოდ იმის საშუალება არ მეძლეოდა შენზე მომეყოლა.
- კარგი, არაუშავს სამაგიეროდ ახლა გავიცნობ. მაინტერესებს იმსახურებს თუ არა ის ბიჭი შენს ცრემლებს.
- ჯონგუკ!!
- კარგი კარგი ჩუმად ვარ.
- გთხოვ მათთან არაფერი შეიმჩნიო. შევთანხმდით?
- შევთანხმდით.
ბიჭები შენობიდან გამოვიდნენ.
- ძმაო ერთ დღეს დრიფტის მასტერკლასი უნდა ჩამიტარო.
- ახლა ვერ გაჩვენებ რაც შევისწავლე, მაგრამ სხვა დროს ამ ადგილას ისევ მოვიდეთ და ყველაფერს გაჩვენებ. - წარმოთქვა ომეგამ.
- აუცილებლად მანახებ.
- ჯონგუკ ეს შენი მანქანაა?? - თითით მიანიშნა ომეგამ მის წინ მდგარ შავ მანქანაზე.
- კი ჩემია. მამას ოფისში დავრეკე და ვუთხარი ჩემთვის გამოეგზავნათ, ისიც ვუთხარი რომ მამასთვის არაფერი ეთქვათ, რადგან მინდა მისთვისაც სიურპრიზი იყოს ჩემი ჩამოსვლა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
ARE YOU REALLY BETA? ¦YM¦
Fanfiction📍გაფრთხილება: ომეგავერსი/Omegavers შიფი: იუნმინი, თეგუკი. ___ "იუნგი: ჯიმინ? როგორი შეცვლილი ხარ ვერ გიცანი - მხარზე ხელი ჩამოადო იუნგიმ - მოიცადე ჯიმინ შენს არომატს ვერ ვგრძნობ, შენ რა ბეტა ხარ? ჯიმინი დაიბნა არ იცოდა რა ეპასუხა, მითუმეტეს მას შემ...