2.

1.6K 138 89
                                    

ლექტორმა შემოსვლისთანავე მიიქცია ყველას ყურადღება:

-დილამშვიდობისა ახალგაზრდებო, დღეიდან ახალი თანაკურსელი გეყოლებათ.შეგიძლია ბავშვებს შენი თავი გააცნო?— ჰკითხა მან ბიჭს.

-ოჰ,დიახ, რა თქმა უნდა. — დაბნეული ღიმილით უპასუხა მან.ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა და დაიწყო:
-გამარჯობა, მე ჯონ ჯონგუკი ვარ, იმედია, ერთმანეთს კარგად შევეწყობით.

-ძალიან კარგი, შეგიძლია თავისუფალი ადგილი დაიკავო.

ჯონგუკი თავისუფალი ადგილისკენ დაიძრა. ეს ადგილი კი სწორედ კიმ თეჰიონის გვერდით იყო. კიმი ოდნავ შეცბა, როდესაც მისი სახე იცნო. თუმცა ყველანაირად ცდილობდა, გვერდით მჯდომისაკენ არ გაეხედა.თუმცა შავთმიანმა ბიჭმა წამოიწყო საუბარი:

-გამარჯობა. რა გქვია?

-თეჰიონი

-სასიამოვნოა, მე ჯონგუკი ვარ

-დიახ, გავიგონე.

ჯონგუკი უკვე მიხვდა, რომ თეჰიონი მაინცდამაინც კომუნიკაბელური ადამიანი არ იყო, ამიტომ გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა წამოწყებული დიალოგი და პასუხად მხოლოდ გაუღიმა.
ლექციები მალე დამთავრდა და თეჰიონმაც პირდაპირ სამსახურისაკენ აიღო გეზი. ერთ უბრალო კაფეში მუშაობდა, რომელსაც "ბანთანი" ერქვა.

-გამარჯობა ნამჯუნ. — თქვა შესვლისთანვე.

-თეჰიონ, უკვე მოხვედი?

-კი,დღეს მალე დასრულდა ლექციები და გადავწყვიტე პირდაპირ აქ მოვსულიყავი და დაგხმარებოდი.

-ძალიან კარგი. გამოიცვალე და მეორე მაგიდას მოემსახურე.

-კარგი.

თეჰიონმა სწრაფად გამოიცვალა და საქმეს შეუდგა. მოსწონდა აქ მუშაობა, რადგან შემოსავლის წყაროს გარდა მისი უპირატესობა ქერას თვალში ის იყო, რომ აკვირდებოდა ადამიანებს, ცდილობდა მათი ხასიათი შეეცნო შემდეგი შეკვეთის მომლოდინე როცა ჩამოჯდებოდა ცოტახნით. ერთი საათიც არ იყო გასული თეჰიონის სამსახურში მისვლიდან, რომ შავთმიანმა შეაღო კაფის კარი ერთ ბიჭთან ერთად. თეჰიონს, რა თქმა უნდა, ეს არ გამოჰპარვია და თავისთვის ჩაიბურტყუნა:

Look at meWhere stories live. Discover now