11.

953 97 72
                                    

-კიმ, ხომ არ მომესმა?

-არა, ბატონო ინ, ვიმღერებ.

-შესანიშნავია.

ლექცია მალე დასრულდა, ჯონგუკი კი ისევ გაკვირვებული იყო შეყვარებულის განაცხადით.

-თე, დარწმუნებული ხარ? არ ველოდი, თუ ეს მოგინდებოდა.

-დარწმუნებული ვარ, გუკ, თანაც საქველმოქმედოა და გამიხარდება, თუ ცოტათი მაინც შევიტან წვლილს.

-საუკეთესო ხარ! აქ ვერ გაკოცებ, ასე რომ, წამომყევი.

ხელი ჩაავლო და უკანა ეზოსკენ წაიყვანა. მალევე დაეწაფა ბიჭის ტუჩებს და მის მკლავებში გაეხვა.

თუმცა რამდენიმე წუთში იონჰო წამოადგა თავზე, კიდევ კარგი, კოცნის სცენა არ უნახავს.

-ერთი ამათ დამიხედეთ, ალბათ სხვა ადგილი ვერ იპოვეთ. — სარკასტულად ჩაიცინა.

-ჩოი იონჰო, ჩვენს სიახლოვეს ნუღა ტრიალებ, თუ კიდევ იგივე უნდა გავიმეორო ჩემი მუშტით?

-ზედმეტად თავდაჯერებული ხარ, კიმ. კიდევ შევხვდებით, გეი გვრიტებო. — ამაზრზენად თვალი ჩაუკრა და ბიჭებს გაეცალა.

-ვერ ვიტან, გეფიცები, ვერ ვიტან, გუკ.

-დამშვიდდი, თე. ერთი უბრალო იდიოტია, თანაც იმის შემდეგ არც მომკარებია და არაფერი უთქვამს. არ ღირს ბევრი ნერვიულობა, კარგი?

-მაინც არ მასვენებს რაღაც. ძალიან გაიძვერაა. კარგი, ახლა აღარ გვინდა მასზე საუბარი, მგონი დროა ნომრებისთვის დავიწყოთ მზადება, არა?

-მართალი ხარ, ლექციების შემდეგ ჯიმინთან და ჰოსოკთან ერთად ილეთებზე უნდა ვივარჯიშო.

-დაახლოებით ერთი კვირა გვაქვს. მოასწრებთ დამუშავებას?

-მოვასწრებთ, თე, მაგრამ მე შენი შესრულება უფრო მაინტერესებს.

-მაგას მხოლოდ იქ იხილავ, მანამდე ვერ მოგასმენინებ ჩემს ნამღერს, ბაჭიავ.

Look at meWhere stories live. Discover now