12.

840 86 65
                                    

-გაპატიო? რა გაქვს საპატიებელი, ჯონგუკი?

-მე უბრალოდ.. არ მინდოდა ამ კითხვის დასმა, თუმცა თავი ვეღარ შევიკავე.

-არაუშავს. ცნობისმოყვარეობა ბუნებრივი მოვლენაა.

-დავწვეთ, კარგი? უშენოდ ვერ ვიძინებ.

-წამოდი.

ჯონგუკი უსიტყვოდ მიეკრო ქერას სხეულს, მხარზე კოცნა დაუტოვა და მშვიდად დაეძინა.
ამას კი ვერ ვიტყოდით თეჰიონზე. გულს უღრღნიდა შავთმიანის ნათქვამი. რატომ ჰკითხა ეს ახლა? რატომ ამოუტივტივდა თავში სიყვარული? არ შეეძლო კითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა ფაქტია, რომ დრო იყო საკუთარ თავში გაერკვია ნამდვილი მიზეზი, თვითონ ეცადა ამ კითხვაზე შესაბამისი პასუხის მოძებნა.
ფიქრებში გართულს მაშინ ჩაეძინა, როცა დღის შუქმა მკრთალად გაახილა თვალი.

                        ~~~~~~

-სერიოზულად, იონჰო? არ ფიქრობ, რომ უკვე ზედმეტი მოგდის?— გაოცებული მეგობარი იონჰოსგან რაიმე ადეკვატურის მოსმენას ელოდა.

-არა, ჰიონბინ, ეს ზედმეტი კი არა, იმის ნახევარიც არ არის, რასაც ვგეგმავდი. უბრალოდ იმ ნაბიჭვარ კიმ თეჰიონს არ შევარჩენ ჩემზე აწეულ ხელს მისი კახპის გამო. — მშვიდად თქვა და სიგარეტის ნამწვი უკან მოისროლა.

-რატომ ცდილობ მუდმივად ხიფათში გახვევას?

-იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება ჩოი იონჰოს სახეში სილა გააწნას, თანაც ყველას წინაშე.

-გეყოს ბავშვური ქცევები. ისე საუბრობ, ვითომ ჯონგუკი ყოფილიყო დამნაშავე იმაში, რაც შენ თვითონ წამოიწყე. უადგილო შეურაცხყოფა მიაყენე და თეჰიონისგანაც უნდა დალოდებოდი შესაბამის რეაქციას. გამიკვირდა, რომ მხოლოდ მისი მუშტის ერთხელ მოქნევას დასჯერდა.

-ჰიონბინ, შენ ჩემი მეგობარი ხარ, თუ იმ გეების ტრაკს უჭერ მხარს?

-ეგ არაფერ შუაშია, ძმაო, უბრალოდ ზოგჯერ უნდა დაფიქრდე, სანამ რამეს მოიმოქმედებ, რადგან გონებას სიტყვებმა და ქმედებამ წინ არ უნდა გაუსწროს.

Look at meWhere stories live. Discover now