-შემოდი, დავსხდეთ.
-როგორ ხარ?
-მირჩევნია, რომ ეგ მე გკითხო.
-კარგად ვარ, ძვირფასო. შეიძლება, რასაც ახლა გეტყვი, ცოტათი გაგახაროს.
-რა ხდება?
-მე და ვუშიკი განვქორწინდით.
-დედა, ახლა ალბათ მეხუმრები, არა?
-არა, იუნ. უბრალოდ ყველაფერი ავწონ-დავწონე. მრცხვენია, რომ ზრდასრული ქალი ასე სულელურად ვიქცეოდი. ვერ მივხვდი, რა იყო უკეთესი ჩემთვისა და რაც მთავარია, შენთვის. — ქალს ცრემლი შეეპარა თვალზე.
იუნგიმ მკლავები მოხვია დასევდიანებულ დედას.
-მომისმინე, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა იყო წარსულში. ყველაფრის თავიდან დაწყება შეგვიძლია, უკვე დღეიდან. თან ერთი კარგი ადამიანი უნდა გაგაცნო.
-შეყვარებული გყავს, ძვირფასო? როგორი გოგონაა?
იუნგის ჩაეცინა.
-დედა, გოგონა არ არის.
-აი ეს მესმის, ყოჩაღ. სიმართლე გითხრა, არ ველოდი. — გაკვირვების დამალვა არც უცდია. -დიდი სიამოვნებით გავიცნობ, მაგრამ რა ჰქვია?
-ჯიმინი.
-დღესვე ვერ მოიყვან?
-არ ვიცი, შეიძლება თავისუფალი გრაფიკი არ ჰქონდეს.
-კარგი, არაუშავს.
-დილამშვიდობისა, თე.
-დღეს რამე სასწაული ხდება? ჯონ ჯონგუკმა გაღვიძება მომასწრო. საოცარია.
-ჩათვალე, რომ ხდება.
-კარგი, ავდგები და წავიდეთ.
სამსახურში მიმავალმა იუნგიმ ქუჩის კუთხეში ჯეიუ შენიშნა, სიგარეტითა და ალკოჰოლით ხელში. ვიღაც ტიპს ესაუბრებოდა და იცინოდა.
-უცნაურია. -წარბი აწია და გზა განაგრძო.
-გამარჯობა, იუნგი.
-ასე ადრე არ გელოდი, თეჰიონ. მალე დაასრულე ლექციები?
-დღეს არ გვქონდა დატვირთული სასწავლო გრაფიკი.
YOU ARE READING
Look at me
Fanfictionშეძლებს სეულის უნივერსიტეტის ორი სტუდენტი ერთად შექმნას ახალი, უკეთესი მომავალი? [დასრულებული]