8.

1.1K 97 284
                                    

სოკჯინი ადგილზე გაშეშდა რამდენიმე წამით. დარჩენილი წყლის წვეთები ბილიკებად იკვლევდნენ გზას მის სხეულზე.

-კკ..კიი შემოდი.

კარი მიხურა.

-ჩავიცვამ და ჩამოვალ.

ჯინმა ნაბიჯი გადადგა, თუმცა მოულოდნელად მის შიშველ ზურგზე სხეული იგრძნო. ნამჯუნი უკნიდან მიეხუტა.

-მგონი ასე უკეთ გამოიყურები, ლამაზო.

-ნამჯუნ, მე.....

-არაფრის თქმა არაა საჭირო, უბრალოდ ნუ ეწინააღმდეგები შენს თავს.

სოკჯინი შემობრუნდა და თვალი თვალში გაუყარა. რამდენიმე წამით დაფიქრდა და აკოცა.

-აი, ასე უკეთესია, ლამაზო.

ჯინმა მხრებზე ხელი დაადო და წელზე ფეხები შემოხვია. ნამჯუნმაც აიტაცა და ხელი უკანალზე მოუჭირა. კოცნა არ შეუწყვიტავთ, სანამ ნამჯუნმა არ ჰკითხა:

-საძინებელს ხომ არ მიმასწავლიდი, პრინცესა?

-მიგასწავლი, ოღონდ მაგას აღარ დამიძახებ.

-კარგი.

-ზემოთ ავიდეთ და პირველივე კარია მარჯვნივ.

-გასაგებია, პრინცესა.

ნამჯუნმა პირობის არშესრულების გამო მხარში მუშტები მიიღო. ფრთხილად დასვა საწოლზე. სანამ თვითონაც გაშიშვლდებოდა, ჯინის ცოტა შეშინებული სახე შენიშნა.

-თუ არ ხარ მზად, ამას არ გავაკეთებ, ჯინ.

-არა, მინდა, რომ გააკეთო, უბრალოდ პირველია.

-კარგი, პატარავ.

ნამჯუნმა რბილი კანი დაუკოცნა. იისფერ ლაქებსაც უტოვებდა დროდადრო, რასაც ჯინის კვნესა მოჰყვებოდა ხოლმე. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ორი სხეული ერთ მთლიანობად შეერთდა. ჯინის ტკივილი სიამოვნებაში გადაიზარდა. როდესაც პიკს მიაღწიეს, მალევე დასრულდა ხორციელი ტკბობის სესიაც. ნამჯუნი გვერდით გადაწვა.

Look at meWhere stories live. Discover now