7.

1.1K 103 229
                                    

სანახაობის საყურებლად შეკრებილი სტუდენტები პირღია დარჩნენ მომხდარით. თეჰიონმა ჯონგუკს ხელი ჩაავლო და სწრაფად გაიყვანა.

-ამას ასე არ დავტოვებ, ნაბიჭვარო კიმ! — ცოფებს ყრიდა იონჰო და ტუჩიდან სისხლს იწმენდდა.

ქერამ გუკი უნივერსიტეტის უკანა ეზოსკენ წაიყვანა.

-ჰეი, ხომ კარგად ხარ? რამე დაგიშავა?

-კი, კარგად ვარ თე, არაფერია.

-მაპატიე გუკი, რომ არ შემიძლია ყოველთვის შენს გვერდით ყოფნა, როცა დაცვა გჭირდება.

-შენ მაპატიე თე, რადგან მე თვითონ არ შემიძლია თავის დაცვა მსგავს სიტუაციაში.

-სულელო ბაჭიავ, რა სისულელეებს ამბობ. — თეჰიონმა ჯონგუკი მიიხუტა.

შავთმიანი გულდამშვიდებული უფრო მჭიდროდ მიეკრო ქერას, ცხვირი მის ყელში ჩარგო და თვალები დახუჭა. საშუალება რომ ჰქონოდა, ალბათ სამუდამოდ გააგრძელებდა ამ წამს.

-გინდა დღეს ჩემთან წავიდეთ?

-კარგი. — გაიკრიჭა ჯონგუკი.

-მაშინ წავედით!

-მაგრამ ერთი ლექცია რომ დაგვრჩა?

-არაუშავს გუკი, ამ ერთხელ გადავიტან მის გაცდენას.

-ოუ, სად გაქრა ის კიმ თეჰიონი, ვინც მკაცრად მაფრთხილებდა, რომ ლექციების უმიზეზოდ გაცდენა სისულელეა. — ტუჩები მოკუმა ღიმილით.

-ჰეი, ჩემს საწინააღმდეგოდ ამას ცუდად იყენებ, საზიზღარო.

უნივერსიტეტიდან შეუმჩნევლად გავიდნენ და თეჰიონის სახლისკენ დაიძრნენ.

დაღლილი ჯონგუკი შესვლისთანავე მოწყვეტით დაეშვა დივანზე.

-ქერათმიანო, მშია.

-კარგი, რამეს მოგიმზადებ.

-ზოგჯერ როგორი მზრუნველი ხარ. — თვალები სწრაფად დაახამხამა და უცოდველი სახით შეხედა.

Look at meWhere stories live. Discover now