რამდენიმე წუთი დამითმეთ❤️

497 39 42
                                    

Look at me - ეს ჩემი პირველი ფიკია. შარშან ამ დროს, როცა ფიკებს ვკითხულობდი, ვინმეს რომ ეთქვა, შენც ავტორი გახდებიო, ალბათ გავიცინებდი. საერთოდ სად უნდა მქონოდა ამის ნიჭი.. მაგრამ მერე, როდესაც საერთოდ შემთხვევით ვცადე რაღაც, ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა. მეც ვაგრძელებდი, დროთა განმავლობაში შვებას წერაში ვპოულობდი. რაც შეეხება ამ ფიკის თეჰიონს, ის პიროვნულად ძალიან მგავს. მშვიდი, მიზნებისთვის მებრძოლი, გაუტეხელი და უბრალოდ ემოციების შიგნით მომქცევი. თითქოს რაღაც მხრივ ჩემთან გავაიგივე.

მადლობის მეტი არაფერი მეთქმის თითოეული თქვენგანისთვის❤️ვერც აღვწერ, რამხელა სიამოვნება იყო ჩემთვის იმის დანახვა, რომ ყოველდღიურად ემატებოდა ნახვები ყოველ ახალ თავს და მოგწონდათ. თავიდან ვფიქრობდი, რომ ერთი სრული ბოდვა იყო, ძალიან ზედაპირული და პრიმიტიული, რომელსაც მალე წავშლიდი, თუმცა თქვენვე დამარწმუნეთ, რომ უნდა გამეგრძელებინა. ბევრმა მკითხა ასაკი. ჯერ მხოლოდ 18ის ვხდები, კიდევ ბევრი რამ მაქვს გასავლელი და გამოსაცდელი ცხოვრებაში. უბრალოდ ბევრი რამ არსებობს, რაც უნდა შევიცნოთ. მადლობა, რომ ჩემს გვერდით იყავით. ხშირად მაგვიანდებოდა აბიტურიენტობის გამო ახალი თავების დადება. ბევრი მკითხველი მომაკლდა აქედან გამომდინარე. მერე ისეც ხდებოდა, რომ 100 ნახვაში 10-დან 15მდე ვოუთი იყო, მეგონა ვეღარ შევძელი და ქვეითდებოდა ფიკის ხარისხი. თუმცა მაინც გადავწყვიტე, უკან არ დამეხია. ყველაფერი ხომ ასე იწყება არა?

მომწონს თქვენთან კონტაქტი, მომწონს, როცა კომენტარზე ყველას გპასუხობთ (თუ შემთხვევით გამომრჩა რაიმე, მომიტევეთ). უბრალოდ ამ აპლიკაციამ სულ სხვა სამყაროში გადამისროლა. თითქოს უცნობ, მაგრამ ამავდროულად ნაცნობ ადამიანებთან ერთად.

ახალი ფიკების იდეები უკვე მაქვს. ისევ გავაგრძელებ ავტორობას, ეს თქვენი დამსახურებაა, თუმცა ამ წერას დავასრულებ კითხვის დასმით:

გირჩევნიათ, ნელ-ნელა დავდო თავები, თუ ერთ ფიკზე მთლიანად ვიმუშაო და ყველა ერთად ავტვირთო ბოლოს? მინდა დააფიქსიროთ თქვენი აზრი❤️

Look at meWhere stories live. Discover now