14.

863 82 138
                                    

თეჰიონმა შეიცხადა:

-შეუძლებელია.

-არა, შესაძლებელია. ვეცდები დაგიმტკიცო.

-იუნგი, არ იფიქრო, რომ არ გენდობი. უბრალოდ მათი სიახლოვე და მეგობრობა ჩემთვის წარმოუდგენელია. ანტიპოდები ჩანან.

-მგონია, რომ შემიძლია უკეთ გავარკვიო.



ჯონგუკი საწოლზე გულაღმა იწვა და ცდილობდა, ჯეიუს საქციელის გამართლება მოეძებნა, რაც საკმაოდ რთული იყო. იქნებ თეჰიონი მართალი იყო და მართლაც არ იყო ისეთი სანდო, როგორიც ჩანდა?
ბევრი ფიქრის შემდეგ, საბოლოოდ მისგან თავის შორს დაჭერა გადაწყვიტა, დროებით მაინც.

ეს არ დასცალდა, რადგან უნივერსიტეტის ჭიშკართან გადააწყდა ჯეიუს.

-ჯონგუკ, ერთი წუთით მოიცადე.

-რამე გინდა?

-კი, ბოდიშის მოხდა ჩემი საქციელის გამო.

-გასაგებია. — ადგილიდან დაიძრა.

-მოიცადე. — მკლავში ხელი ჩაავლო. -დავასრულებ. მე უბრალოდ სასმლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და ვერ ვაკონტროლებდი, თუ რას ვაკეთებდი. არ მინდა, ჩვენი მეგობრობა ამის გამო დასრულდეს. შეძლებ, რომ მაპატიო?

-დავფიქრდები. უბრალოდ აჯობებს ცოტახნით თავი ერთმანეთისგან შორს დავიჭიროთ. ეს უფრო გაამარტივებს ვითარებას.

-კარგი, როგორც შენ ისურვებ.

-ნახვამდის. — თავი ოდნავ დაუკრა და გზა განაგრძო.

ჯეიუმ ეშმაკურად ჩაიღიმა და ზარი განახორციელა.

-იონჰო, ყველაფერი რიგზეა. მოვაგვარე.

-ესეც ასე. ფულს ტყუილად ხომ არ გიხდი.

-უბრალოდ მალე დავასრულოთ. ძალიან დავიღალე უკვე ამ პატარა და გულუბრყვილო  ბიჭის დევნით.

Look at meWhere stories live. Discover now