საბნის ქვეშ ჰაერი არ გყოფნის.
ლიმისათვის რომ თავისუფლება მიანიჭო ფილტვებს, თავის დასაღწევ გზას ეძებს.
აი, ჩაისუნთქე, მაგრამ მიხვდი, რომ ეს არ გაწუხებდა.შინაგანად იწვის, იწვის და საკუთარ თავს ნებდები.
კიდევ ერთხელ ამოისუნთქავ თვალებდახუჭული და მიხვდები, რომ უხმო სიტყვები უნდა დააძინო.
გახსენდება მომენტები, როცა თავშეკავება გამოიჩინე.
ის მწარე სიტყვები გადგება ენაზე, რომლებიც შესაძლოა გეთქვა, მაგრამ გაჩუმება ამჯობინე.
მგრძნობელობა მხოლოდ ხერხემლის გასწვრივ შემოგრჩა.
ამოსუნთქვისას ჰაერი თბება.
აქა-იქ გულის ფეთქვა გაისმის, შველას რომ ითხოვს.
საოცარი სიმშვიდეა ახლა, ქარი ხეებს აცლის ფოთლებს.
ცრემლით მორწყავ მის გამომშრალ ძირებს.
მდუმარე პროტესტი გრძელდება დიდხანს.
თუკი ვერავინ გაიგებს მის ხმას, ფურცლებში იპოვის დიდ ხსნას.
YOU ARE READING
untitled
Short Story"ყოველ დღე ნოსტალგიის ბურუსში გავეხვევი, ხოლო ღამით მონატრების მორევში გადავეშვები. და მე ვიქნები ახალგაზრდა პოეტი უფრთო და კიდევ ერთხელ მოვკვდები ცოცხლად." #მელოდრამა #დრამა #წერილები #ჩანახატები