♡ 3 ♡

50 1 2
                                    

რომ შემეძლოს სამართებელივით ბასრი იარაღით ამოვითხრიდი გულს საკუთარი ხელებით საგულედან. აღარ მსურს სხეულით ვატარო ამხელა სიმძიმე.
 ყელში ყვავილმა გაიდგა ფესვები და ნელნელა მახრჩობს, ვით სურო მწვანე.
მე ხომ უფრთო ვარ, ოცნების და უცოდველობის ფრთები მომგლიჯეს. ახლაც მეწვის ის ადგილები, რომლის მორჩენასაც წლებსაც შევალევ.
გავა დრო და დაგავიწყდები, ვით გაზაფხულის გემო მომწარო.
მე ისევ დავწერ ბალადებს შენზე და გავიხსენებ გარდასულ დროთა მშვენიერებას.
 თვით ტკივილშიც ხომ არის რაღაც ნეტარების მსგავსი?
მოტკბო-მომწარო, როგორც ის მოგონებები შენ რომ დამიტოვე.

და რა მოხდება, რომ გადავეშვა  და  გავფრინდე ცისკენ? 
და რა მოხდება, რომ ერთხელ მეც ვიყო გალაკტიონი,ანდაც პაოლო?







untitledWhere stories live. Discover now