♡ 1 ♡

176 4 0
                                    


პირველი, რაც თავში მომდის ისაა, რომ არ მჯერა. არა, გვირილა თავს არ მოიკლავს. გამომიცხადა... მახარა, ისე თითქოს შემეძლო გამეანალიზებინა, რა ხდებოდა. ვუყურებ მის დატოვებულ ნაწერებს და ვერაფერს აღვიქვამ. არავითარი ემოცია.. სიცარიელის პიკი.. ბაბუაწვერას  გული.. სიჩუმის კივილი..

და რა იქნება? იქნებ გვიანია.. იქნებ ძალიან გვიანია. გვირილის სპეტაკი ფურცლებივით მიმოიფანტება? იქნებ მასთან ქარი ქრის და თითოეულ მოწყვეტილ ფურცელს  (უკანასკნელ წუთებს)  ჰაერში იტაცებს. არა, გვირილა თავს არ მოიკლავს! მთელს მინდორში მისნაირი გვირილა მეორე არ ხარობს. ის ისეთი მაღალი და ტანადი, თუმცა თავი ჩაუხრია საკუთარი ფიქრებისგან დამძიმებულს. მან იცის, იცის ცხოვრების უპირატესობანი და საიდუმლოებანი, ამიტომაც ჩაუქინდრავს თავი. ფოთლები და ღერი დაზიანებული აქვს, თითქოს ძლიერმა სეტყვამ გადაურა, თან არაერთხელ. თუმცა, მაინც ინარჩუნებს ნაზ, თეთრ ყვავილს.

ვუყურებ  ჩემს წარმოსახვით თეთრ გვირილას, რომელიც ხელის გულზე ნაზად მისვენია. ვეფერები მის თითოეულ ფურცელს და მოულოდნელად ვიგრძენი, რომ ჩემს გულში რაღაც ამოიზარდა. გვურილა ნელ-ნელა გამჭირვალე ხდება, ბოლოს კი ქრება. მხოლოდ სისველე - თავისი ცრემლები, დამიტოვა თითებზე. 

გულში მცენარემ გაიდგა ფესვი. ნელა ვხრი თავს წინ, ჩემი ოდესღაც ტანჯული გული სადღაც გამქრალა, გაფრენილა, როგორ ბაბუაწვერა. რაღაც უცნაურ სიცარიელეს ვგრძნობ, იქ , სადაც ადრე მფეთქავი გული იყო, ახლა პაწაწინა გვირილა ამოზრდილიყო. თითქოს თავშესაფარი ეპოვა სეტყვისგან, ასე რომ დაუზინა ჯანმრთელობა. 

იქვე მწვანე მოლზე გავწექი, ხელები თავქვეშ ამოვიდე და ფეხები მოვხარე. თველები დავხუჭე. იმწამსვე ვიგრძენი წვიმის გრილი წვეთები, რომლებიც საკუთარ ცრემლებში მერეოდა და განუწყვეტლივ ერთი აზრი მიიტრიალებდა თავში - " არა, გვირილა თავს არ მოიკლავდა."


სად მიდიხარ?

რომელი მიზეზი გიბიძგებს რომ წახვიდე? იქნებ ყოფის აუტანელი სიმსუბუქე გღლის ან იქნებ გსურს მეორე მხარეს გახვიდე?
მე გიცნობ. როგორ შეიძლება არ ვიცობდე საკუთარი თავის ანარეკლს? (ეგეც შესაძლებელია.) არ გამტყუნებ. განა მე არ მიფიქრია წასვლაზე? ხშირად მაწამებდა ამაზე ფიქრი, ჯერ უარვყოფდი ამ აზრს,მერე უცნაური მიმზიდველობით ამოტივტივდებოდა გონების ზედაპირზე იგივე აზრები, ისევ უარვყოფდი.ოდესღაც ლაჩრობად მიმაჩნდა საკუთარი სურვილით და ნებით წასვლა. ხმას არ ვიღებდი მაგრამ გონებით ვლანძღავდი და ვერ ვუტევებდი ამ საქციელს ნებისმიერს ვინც ცდიდა თვითმკვლელობას, მოღალატეებად ვაცხავდი. 

ვის ან რას უღალატეს?
მერე ყველაფერი საპირისპიროდ შეიცვალა. თუ დავუშვებთ იმ აზრს, რომ არანაირი ღმერთი არ არსებობს ,მაშინ საკუთარი ხელით განაჩენის გამოტანა სამართლიანი გამოდის. მაშინ რატომ ვკანკალებ რამდენჯერაც თავს იზიანებ და გულს გასაჩერებლად იმეტებ?


🌼
🌼
🌼

თეთრი, მაქმანებიანი კაბა ჩავიცვი. შიშველ ტანზე ისე სასიამოვნოდ მომედო ნაზი ქსოვილი. სარკეში ჩავიხედე და ჩემს ანარეკლს ვუყურებ. თითქოს მე თვითონ გადავქცეულვარ გვირილად. იმიტომ რომ ამქვეყნად ერთადერთი გვირილა იყო და ისიც აღარაა. გაფანტა გაზაფხულის ქარებმა და ახლა ორიონის ნებულაში დაფარფატებს მისი სათუთი ფურცლები. 

სამუშაო მაგიდაზე საწერი მანქანის გვერდით დევს უზარმაზარი გვირილების თაიგული. 250 წვრილ ღეროიანი ყვავილი, სასიკვდილო დოზა.
ხელში ვიღებ თაიგულს და აუჩქარებლად მივდივარ იქ, სადაც მისი სული განისვენებს. ჰო, მგონი მართლაც განისვენებს. ან მინდა მჯეროდეს, რომ ასეა.
ყვავილების სასაფლაოზე გვერდით ჩავუარე ყაყაჩოსა და ტიტას, კესანესა და მიხაკს. მალე იასამანიც მიემატება, გავიფიქრე გონებაში. მერე ვიცხოვრებთ როგორც ყვავილების ოჯახი, რომლებმაც იპოვეს თავიანთი პეპლები.
მუხლებზე ვეცემი , როგორც კი გვირილის სულის სამყოფელს ვუახლოვდები. ერთი მსხვილ ღეროიანი გვირილა დაურგავთ და გვერდით გამჭირვალე შუშაში თვით მისი წიგნი მოუქცევიათ : "გვირილა, რომელმაც თავი მოიკლა.
გვერდით "სასიკვდილო დოზას" ვუდებ და მიწაზე თბილი წვიმის ნაკადი ეცემა. 

 
🌼
🌼
🌼

untitledWhere stories live. Discover now