ვწევართ ერთად.
ცივ სამარეში.
თავი შენს მკერდზე მიდევს და უსიცოცხლო სხეულს ვეკონები, რომელიც ჩემთვის კვლავ ძგერს.
ერთ დროს ატმისფერ ტუჩებს ახლა სუსხიანი სიფერმკრთალე გადაჰკვრია. ბედნიერებისფერი იყავი, ახლა მდუმარებისფერი ხარ ძვირფასო!
იქნებ შევძლო და შევავედრო ჩემი სათხოვარი "ლურჯა ცხენებს"?
ნურავინ მეტყვის, რომ გვიანია და შენი სული "მძაფრმა ქარტეხილიმა" "სიცივის უდაბურ მხარეში" გადააფრინა.
სულ'ერთია.
მე აქ ვარ.
შენთან.
ჩვენი ცხოვრების ზამთარი დადგა.
მაგრამ
როგორც დაგპირდი, საყვარელო, დეკემბერშიც ისე მეყვარები , როგორც მაისში.
შენ ისეთი ლამაზი ხარ, სიკვდილმა ვერაფერი დაგაკლო. მშვენიერი ხარ, მეტად და მეტად.
სამუდამო ძილით გძინავს. სიზმრებს ხედავ საყვარელო?
სიკვდილი ჩემს თავს ვერ დაგავიწყდებს. ჩვენ შორის ხიდს ვერ ჩატეხს.
შეიძლება ჩაგეხუტო ძვირფასო?
ისეთი ცივი ხარ. ახლა ჩემი ჯერია გაყინული სხეული გაგითბო.
ამბობენ, რომ გავგიჟდი. შენთან ყოფნას არავის დავაშლევინებ. მერე რა, რომ არ სუნთქავ.
ეჰ, ნეტაი მაგათ, საყვარელო! რა იციან, რამხელა სიყვარულს იტევს ჩემი გული.
არ იციან ჩვენი ფიცი - "მარად და მუდამ ერთად"...
ერთხელაც გაკოცებ, ტკბილ ძილს გისურვებ. როგორც გვჩვევია, ძვირფასო.
ახლა მე დავხუჭავ თვალებს. გადმომაფარე ლურჯი ფრთები, დამიფარე უშენობისგან.
თეთრი ვარდები ცვივა ციდან.
წვიმაც მოჰყვება.
დედამიწა გლოვობს საყვარელო.
ჩვენს გარდაცვალებას.
ახლა ფერს ვიცვლით.
არ იდარდო, არ გვეტკინება. ეს ისე სწრაფად ხდება, რომ წამის მეასედი კმარა.
გრძნობ როგორი თბილია წვიმა? არ გამიცივდე, მოდი, ჩაგეხუტო.
ისევ ჩვენ.
ცივ სამარეში.
წვიმის თხეშით გაწუწული სახეები.
თვალები დახუჭული.
ხელები გადახლართული.
სულები გადაჭაჭვული.
ჰაერში სიყვარულის თავგანწირვის სული ტრიალებს.
•
უსასრულობის მერე კიდევ ვხედავთ სინათლეს.
YOU ARE READING
untitled
Short Story"ყოველ დღე ნოსტალგიის ბურუსში გავეხვევი, ხოლო ღამით მონატრების მორევში გადავეშვები. და მე ვიქნები ახალგაზრდა პოეტი უფრთო და კიდევ ერთხელ მოვკვდები ცოცხლად." #მელოდრამა #დრამა #წერილები #ჩანახატები